დებიტორული დავალიანების მართვის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი New Vision Insurance
მივლინება: არა ხელფასი: 500 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
დაზღვევა: დაზღვევა (ზოგადი)
ს.ს. „ნიუ ვიჟენ დაზღვევა“ აცხადებს ვაკანსიას დებიტორული დავალიანების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.

პოზიცია: დებიტორული დავალიანების მართვის მენეჯერი
სტრუქტურული ერთეული: იურიდიული სამსახური
სამუშაო ადგილი ქ. თბილისი, ე. მიქელაძის 1ბ

სამუშაო განაკვეთი სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (10:00 – 19:00 სთ ან 09:00-18:00, 1 სთ. შესვენება)
ანაზღაურება 500 ლარი (NET) + ბონუსი მომხმარებლის მიერ დაფარული დავალიანებიდან 

„ნიუ ვიჟენ დაზღვევა“ 2020 წელს დაარსდა და წარმოადგენს ჰოლდინგის ნაწილს, რომელშიც ერთიანდება ისეთი ორგანიზაციები, როგორებიცაა: „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი“, „ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი“, „ზარაფხანა“, „ქუთაისის ტორპედო“ და ა.შ. ჩვენთვის წამყვანი კორპორატიული ღირებულებაა კომპანიაში დასაქმებული ადამიანების კმაყოფილება, მათთვის ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა და განვითარება. ამასთანავე, კომპანია ეწინააღმდეგება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას - ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ პოტენციურ თანამშრომელს!

მიმდინარე მონაცემებით, თვის მანძილზე გამომუშავებული ბონუსის საშუალო ოდენობა შეადგენს 400-500 ლარს (NET)

ფუნქცია მოვალეობები:
  • დაზღვეულ მომხმარებლებთან/ფიზიკურ პირებთან სატელეფონო კავშირი, მოლაპარაკებების წარმართვა ფინანსური ვალდებულებების ერთიანად დაფარვის ან გადახდის გადანაწილების მიზნით; მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, შეხვედრის დაორგანიზება.
  • ფინანსური დავალიანების შესახებ სმს შეტყობინებების გაგზავნა;
  • შეთანხმების გაფორმების უზრუნველყოფა;
  • გადახდების კონტროლი და შეთანხმებით გათვალისწინებული თანხის შეხსენება დებიტორისათვის;
  • სადაზღვევო კომპანიის წინაშე არსებული დავალიანებების მონაცემთა ბაზებთან მუშაობა;
  • დებიტორული დოკუმენტთბრუნვის აღრიცხვა და მართვა;
  • ფინანსური ვალდებულებების გადაუხდელობის შემთხვევაში, სამართალწარმოების მიზნით, შესაბამისი დოკუმენტაციის იურისტისათვის გადაცემა;
  • შესრულებული სამუშაოს შესახებ, ყოველკვირეული ანგარიშის წარმოება და უშუალო ხელმძღვანელისათვის გაზიარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
აუცილებელი:
  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • Microsoft Excel-ში მუშაობის ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

სასურველი: 
  • უმაღლესი განათლება იურიდიული ან ფინანსების/ეკონომიკის მიმართულებით;
  • სადაზღვევო სფეროში ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

კომპეტენციები და უნარები:
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • სტრესულ სიტუაციასთან გამკლავების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • კონფიდენციალობის დაცვის უნარი;
  • გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:
  • მეგობრულ და თანამშრომელზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს (მოკლე სამუშაო პარასკევი დღე, დამატებით უქმე დღე (day off) დაბადების დღეზე);
  • კორპორატიულ სარგებელს (benefits) (კორპორატიული ნომერი, ჯანმრთელობის დაზღვევისა და Fitpass შეთავაზება);
  • კორპორატიული კულტურის განვითარებისა და გუნდში ინტეგრაციისათვის სხვადასხვა ორგანიზაციულ აქტივობებს;
  • კარიერული წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობას (ჰორიზონტალური და ვერტიკალური კარიერული გადაადგილება).

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე  Vacancy@nvi.ge  და  „SUBJECT“ ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: „დებიტორული დავალიანების მართვის მენეჯერი“
რეკრუტირების პროცესი წარიმართება სამ ეტაპად:
  • რეზიუმეების გადარჩევა;
  • შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება;
  • დავალების შესრულება.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და შეგახსენებთ, რომ შეზღუდული დროიდან და ვაკანსიის მნიშვნელობიდან გამომდინარე,  „ნიუ ვიჟენ დაზღვევა“ შერჩევის პროცესს დაიწყებს ვაკანსიის მიმდინარეობის პარალელურად. შესაბამისად, კომპანია მიესალმება თქვენ მიერ, რაც შეიძლება მოკლე ვადაში გადმოგზავნილ რეზიუმეს.
განაცხადის გაზიარებამდე დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ მითითებულ ელ-ფოსტაზე: Vacancy@nvi.ge

გისურვებთ წარმატებას!

სს “ნიუ ვიჟენ დაზღვევის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 402160022; იურიდიული მისამართი: საქართველო, ქალაქი თბილისი, დიდუბის რაიონი, ევგენი მიქელაძის ქუჩა, N 1ბ; ელექტრონული ფოსტის მისამართი:  info@nvi.ge; ტელეფონის ნომერი: +995 0322 501 501. შემდგომში - „დამსაქმებელი“/“კომპანია“/“დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი”) მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს (CV-ს) გამოგზავნით/ვებგვერდზე (www.nvi.ge) მონაცემების შეყვანისა და რეზიუმეს/CV-ის ატვირთვით თქვენ, როგორც დასაქმების კანდიდატი/მონაცემთა სუბიექტი „დამსაქმებელს“ ანიჭებთ უფლებამოსილებას, რომ:
დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები, მათ შორის, რეზიუმეში (CV)-ში მითითებული ინფორმაცია  „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიზნით, იმ ვადით, რაც აუცილებელია კანდიდატების შერჩევისა და კონკრეტულ ვაკანსიაზე დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად. 
იმ შემთხვევაში, თუ თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, „კომპანია“ თქვენგან მოწოდებულ რეზიუმეს (CV)-ს, ტესტირების შედეგებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და თქვენგან მიღებულ დამატებით ინფორმაციას/დოკუმენტს დაამუშავებს იმავე ან სხვა პოზიციაზე დასაქმების შემდგომი განხილვის მიზნით დამატებით 1 (ერთი) წლის ვადით, თუ თქვენი მხრიდან აღნიშნულზე დამატებით თანხმობა იქნება გაცხადებული. დამატებითი თანხმობის არარსებობის შემთხვევაში, კომპანია გაანდაგურებს/წაშლის თქვენს შესახებ არსებულ მონაცემებს.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მონაცემთა დამუშავების საფუძველია თქვენი განცხადების/კანდიდატურის განხილვა. თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ ინფორმაცია, თუ რა სახის მონაცემებს ამუშავებს კომპანია თქვენს შესახებ, რა საფუძვლით, რა ვადით, გადაეცემა თუ არა მონაცემები სხვა პირს, ასევე, თქვენ გაქვთ უფლება, რომ მოითხოვოთ მონაცემთა გაცნობა, ასლების მიღება, მათი გასწორება, განახლება, შევსება, წაშლა, განადგურება, გადატანა ან დაბლოკვა. ამასთან, თქვენ გაქვთ უფლება, რომ ნებისმიერ დროს უკან გამოითხოვოთ თქვენი თანხმობა მონაცემთა დამუშავებაზე და მოითხოვოთ აღნიშნული პროცესის შეწყვეტა. 
გაცნობებთ, რომ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებულ საკითხებზე შეგიძლიათ მიმართოთ სს „ნიუ ვიჟენ დაზღვევის“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს, ელენე მჭედლიშვილს (ტელ: +995599393322; ელ.ფოსტა: emchedlishvili@newvision.ge).