თუ გსურს მუშაობა ძალიან კარგ გუნდში და გაქვს გამოცდილება უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, მაშინ გამოგვიგზავნე შენი სივი info@lupa.ge-ზე. „ლუპა“ - უძრავი ქონების კომპანია, რომელიც ეძებს მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუდნის წევრს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება;
გამართული მეტყველებისა და კომუნიკაციის უნარი;
ქართული ენის ცოდნა;
სასურველია უცხო ენების - ინგლისურისა და რუსულის ცოდნა;
საოფისე პროგრამების ცოდნა;
გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
მომსახურების სტანდარტების ცოდნა;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
გუნდური მუშაობის უნარი.
ძირითადი მოვალეობები:
პოტენციური კლიენტების ბაზის მიხედვით, უძრავი ქონების შეთავაზება;
მოლაპარაკებების წარმოება;
კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაციის შენარჩუნება;
გაყიდვების გეგმების შესრულების უზრუნველყოფა;
რეპორტინგი, ყოველკვირეული ანგარიშის მომზადება მიმდინარე საქმიანობაზე და გაყიდვების შედეგებზე უშუალო ხელმძღვანელთან;
საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
ანაზღაურება: ფიქსირებულს + ბონუსი გაყიდვებიდან. სამუშაო გრაფიკი: სრული