ბიზნეს პროცესების ანალიტიკოსი

თბილისი სრული განაკვეთი პსპ ფარმა
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ინფორმაციული ტექნოლოგიები: ანალიტიკოსი
კომპანია „პსპ ფარმა“ აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს პროცესების ანალიტიკოსის თანამდებობაზე

ფუნქცია-მოვალეობები
  • კომპანიის ბიზნეს პროცესების შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი პროცესების აღწერის დოკუმენტის მომზადება;
  • ბიზნეს პროცესების შესწავლის საფუძველზე ეფექტური გადაწყვეტილებების შეთავაზება და პროექტების დაგეგმვა;
  • მუდმივი კომუნიკაცია ბიზნესსა და IT დეპარტამენტთან;
  • ERP სისტემის დანერგვის მხარდაჭერა;
  • პროექტში მონაწილე პირებისგან მოთხოვნების შეგროვება, დავალებების სიღრმისეული ანალიზი;
  • პროექტის ყველა მოთხოვნის დოკუმენტირება, ტექნიკური დავალებებისა და ბიზნეს პროცესების დიაგრამების შექმნა;
  • ბიზნეს პროცესების ახალი/განახლებული მოდელების შეთანხმება პროცესის მფლობელებთან და სხვა დაკავშირებულ პირებთან, მათი ინტერესების დაბალანსება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
  • აუცილებელია Microsoft Navision/ Business central -თან მუშაობის გამოცდილება.
  • ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;

უნარები და პიროვნული თვისებები
  • ბიზნეს პროცესების აღქმისა და გაანალიზების უნარი;
  • კრიტიკული აზროვნება;
  • პრობლემური საკითხების ეფექტურად გადაწყვეტის უნარი;
  • მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@psp.ge
გთხოვთ Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2 მაისი, 2025 წელი.