კომპანია „პსპ ფარმა“ აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს პროცესების ანალიტიკოსის თანამდებობაზეფუნქცია-მოვალეობები- კომპანიის ბიზნეს პროცესების შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი პროცესების აღწერის დოკუმენტის მომზადება;
- ბიზნეს პროცესების შესწავლის საფუძველზე ეფექტური გადაწყვეტილებების შეთავაზება და პროექტების დაგეგმვა;
- მუდმივი კომუნიკაცია ბიზნესსა და IT დეპარტამენტთან;
- ERP სისტემის დანერგვის მხარდაჭერა;
- პროექტში მონაწილე პირებისგან მოთხოვნების შეგროვება, დავალებების სიღრმისეული ანალიზი;
- პროექტის ყველა მოთხოვნის დოკუმენტირება, ტექნიკური დავალებებისა და ბიზნეს პროცესების დიაგრამების შექმნა;
- ბიზნეს პროცესების ახალი/განახლებული მოდელების შეთანხმება პროცესის მფლობელებთან და სხვა დაკავშირებულ პირებთან, მათი ინტერესების დაბალანსება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები- უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
- აუცილებელია Microsoft Navision/ Business central -თან მუშაობის გამოცდილება.
- ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
უნარები და პიროვნული თვისებები- ბიზნეს პროცესების აღქმისა და გაანალიზების უნარი;
- კრიტიკული აზროვნება;
- პრობლემური საკითხების ეფექტურად გადაწყვეტის უნარი;
- მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@psp.geგთხოვთ Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2 მაისი, 2025 წელი.