სოციალური მუშაკი

მივლინება: არა ხელფასი: 1000
განათლება: ბაკალავრი
არასამთავრობო (NGO): სოციალური მუშაკი
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო აცხადებს ვაკანსიას სოციალური მუშაკის პოზიციაზე
ვაკანსია: საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ფილიალის ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატის სოციალური მუშაკი
სამუშაო ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო ადგილი: ქუთაისი
ანაზღაურება: 1000 ლარი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სოციალურ მუშაობაში ბაკალავრის, მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული ან დოქტორის აკადემიური ხარისხი ან საქართველოს კანონით „სოციალური მუშაობის შესახებ“ გათვალისწინებული სოციალური მუშაკის სერტიფიკატი;
  • სასურველია სოციალურ მუშაკად მუშაობის გამოცდილება;

სხვა უნარ-ჩვევები
  • წერითი, ანალიტიკური, კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების ანალიზის უნარი;
  • პროფესიულ-ეთიკური კომპეტენცია – სოციალური მუშაობის პროფესიული ეთიკის ნორმებისა და ღირებულებების საფუძველზე წარმართვა;
  • ბენეფიციართან სოციალური მუშაობის კომუნიკაციის ვერბალური და არავერბალური ფორმების გამოყენებით წარმართვა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • კომპიუტერის – საოფისე პროგრამების ცოდნა.

ფუნქციები:
  • ხელს უწყობს ბენეფიციარებისათვის აუცილებელი სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის მოძიებას, შეგროვებასა და მოწესრიგებას;
  • ამყარებს კონტაქტს ბენეფიციარის ოჯახთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და აწარმოებს ბენეფიციარის საზოგადოებაში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ  სხვადასხვა ღონისძიებებს;
  • კოორდინაციას უწევს და მონაწილეობს მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობაში; 
  • წარმართავს ბენეფიციარის მომსახურების ინდივიდუალური გეგმის შემუშავების პროცესს და ხელმძღვანელობს აღნიშნული გეგმის განხორციელებას (მათ შორის გადასინჯვა/შეფასებას);
  • აფასებს ბენეფიციარის საჭიროებებსა და შესაძლებლობებს და ხელს უწყობს მათ ჩართვას შესაბამის ფსიქო–სოციალური რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის აქტივობებში/პროექტებში/ღონისძიებებში; 
  • საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს ბენეფიციარის ჩართვას სახელმწიფო ჯანმრთელობის დაცვის და/ან სხვა არსებულ პროგრამებში;
  • კოორდინაციას უწევს ბენეფიციარისთვის სამედიცინო და/ან სხვა მომსახურების ორგანიზებას ან/და მიღებას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს ბენეფიციარის სოციალურ თანხლებას მომსახურების მისაღებად;
  • ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს ბენეფიციარის ოჯახში რეინტეგრაციის მიზნით, თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება ბენეფიციარის ინტერესებს;
  • ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს ბენეფიციარის დასაქმების ხელშეწყობის მიზნით;
  • ამზადებს ბენეფიციარს  მომსახურების დატოვებისათვის/შეცვლისთვის;
  • საჭიროების შემთხვევაში, ახორციელებს სხვადასხვა ორგანიზაციებთან,  სპეციალისტებთან დაკავშირებას და მომსახურებების კოორდინაციას;
  • ბენეფიციარის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საჭიროების შემთხვევაში კოორდინაციას უწევს მისთვის მხარდაჭერის მიმღებად ცნობისა და მხარდამჭერის დანიშვნის საკითხებს; 
  • ახორციელებს  მხარდაჭერის მიმღებად ცნობილი ბენეფიციარების მხარდამჭერად დანიშნულ პირთა, მათ შორის ფილიალის თანამშრომელთა, მხარდამჭერის ფუნქციების შესრულების ხელშეწყობასა და კოორდინაციას;
  • უზრუნველყოფს უწყვეტი ზრუნვის კოორდინაციას განსაკუთრებით იმ ბენეფიციარებისათვის, რომელთა გადაყვანა განხორციელდა სტაციონარული ან სხვა სახის მომსახურების მისაღებად;
  • ექიმ(ებ)თან ან/და უფროს ექთანთან ერთად ახორციელებს პოსტჰოსპიტალური მოვლის კოორდინირებას, რაც მოიცავს ინფორმაციის შეკრებას შესაბამისი სპეციალისტისაგან ბენეფიციარის გაწერისათვის აუცილებელი ინფორმაციის მისაღებად (მაგ. მედიკამენტების ნუსხის, სარეაბილიტაციო პერიოდის, რეაბილიტაციის პერიოდში ზრუნვის სპეციფიკის და ა.შ.) და მის ჯანმრთელობასთან და კეთილდღეობასთან დაკავშირებული ყველა საჭირო რისკფაქტორის გათვალისწინებით და მონიტორინგს უწევს ამ პროცესის კოორდინირებულ წარმართვას; 
  • ახორციელებს რთული შემთხვევების მართვას კომპლექსური საჭიროებების მქონე ბენეფიციარებისათვის; 
  • უზრუნველყოფს ბენეფიციარისათვის საჭირო დამხმარე საშუალებების (სავარძელი-ეტლი, ყავარჯენი, სმენის აპარატი და ა.შ.) მიღების კოორდინირებას;

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე (CV) შეგიძლიათ გადმოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე samdivno-agency@moh.gov.ge
საკონტაქტო ტელ.ნომერი (+99532) 2 19 22 32