ბუღალტერი

მივლინება: არა ხელფასი: 1100
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერი (ზოგადი)
სახელმწიფო ზრუნვისა და დაზარალებულთა დახმარების სააგენტო აცხადებს ვაკანსიას საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის თბილისის ადამიანით ვაჭრობის  (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების (თავშესაფარი) ბუღალტერის პოზიციაზე. 
სამუშაო ტიპი: სრული განაკვეთი 
სამუშაო ადგილი: თბილისი 
ანაზღაურება: 1100 ლარი 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • ბაკალავრის, მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული ან დოქტორის აკადემიური ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირების/ფინანსების ან ბუღალტერიის მიმართულებით. 
  • სასურველია საფინანსო/ბუღალტრული აღრიცხვა ანგარიშგების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; 
 
სხვა უნარ-ჩვევები 
  • პრობლემების ანალიზის უნარი; 
  • კომუნიკაბელურობა; 
  • ორგანიზებულობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი; 
  • კომპიუტერის – საოფისე პროგრამების ცოდნა. 
 
ფუნქციები: 
  • ახორციელებს კონტროლს საბუთების დროულად გაფორმებისა და შესრულებული ოპერაციების კანონიერებაზე;  
  • ამზადებს ყველა ბუღალტრულ საბუთს, რომელიც დაკავშირებულია ბიუჯეტისა და არასაბიუჯეტო სახსრების ხარჯთა ნუსხების შესრულებასთან; 
  • ადგენს ხარჯთაღრიცხვას; 
  • უზრუნველყოფს ყოველდღიური მენიუს განფასებასა და შემოწმებას, საკვები პროდუქტების მოძრაობის აღრიცხვას; 
  • აწარმოებს ქონების მიღებისა და გაცემის აღრიცხვას; 
  • მიმწოდებლისაგან იღებს კვების პროდუქტებს, სამეურნეო საგნებსა და ინვენტარს; 
  • პასუხისმგებელია მისთვის ჩაბარებული კვების პროდუქტების, ინვენტარისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა მოვლა-დაცვასა და სწორ გაცემაზე (საბუღალტრო დოკუმენტების მიხედვით);  
  • ვალდებულია დროულად აცნობოს დაწესებულების უფროსს საწყობის შევსების საჭიროების შესახებ; 
  • მატერიალურად პასუხისმგებელი პირია (მათ შორის საწყობზე) და პასუხისმგებლობა ეკისრება მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით. 
 
დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე (CV) შეგიძლიათ გადმოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე samdivno-agency@moh.gov.ge 
საკონტაქტო ტელ.ნომერი (+99532) 2 19 22 32