სახელმწიფო ზრუნვისა და დაზარალებულთა დახმარების სააგენტო აცხადებს ვაკანსიას ფსიქოლოგის პოზიციაზევაკანსია: საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ქუთაისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების (თავშესაფარი და კრიზისული ცენტრი) ფსიქოლოგისამუშაო ტიპი: სრული განაკვეთისამუშაო ადგილი: ქუთაისიანაზღაურება: 1760 ლარისაკვალიფიკაციო მოთხოვნები:- ფსიქოლოგიაში ბაკალავრის, მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული ან დოქტორის აკადემიური ხარისხი;
- სასურველია ფსიქოლოგად მუშაობის გამოცდილება;
სხვა უნარ-ჩვევები- კომუნიკაბელურობა;
- ორგანიზებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარ–ჩვევები.
- ანალიტიკური უნარი;
- ბავშვებთან და ზრდასრულებთან მუშაობის უნარ-ჩვევები;
- კომპიუტერის – საოფისე პროგრამების ცოდნა;
ფუნქციები:- ახორციელებს ბენეფიციართა ემოციური, ქცევითი, კოგნიტური და სოციალური პრობლემების იდენტიფიკაციას, აკეთებს შეფასებას და ახორციელებს პრობლემების ანალიზს;
- ახორციელებს ბენეფიციართა ფსიქოლოგიურ დიაგნოსტირებას სააგენტოს სტანდარტების შესაბამისი ინსტრუმენტებით;
- ეყრდნობა სააგენტოს ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ხედვას და შესაბამისად ბენეფიციართან გეგმავს ჩარევის სტრატეგიას;
- შეხვედრის შინაარსის დოკუმენტირებას აწარმოებს მის სამუშაო სივრცეში შეხვედრის ან სესიის დასრულების შემდეგ. მონაცემები აღიწერება “ფსიქოლოგის ჩანაწერის ფორმაში”;
- აგროვებს ინფორმაციას, აწარმოებს ჩანაწერებს, ატარებს ინტერვენციულ სამუშაოებს ბენეფიციარის ემოციური, ქცევითი, კოგნიტური და სოციალური პრობლემების დასაძლევად;
- ეხმარება ბენეფიციარებს სოციალურ ადაპტაციასა და ინტეგრაციაში;
- სისტემატურად უწევს კონსულტაციას და აძლევს რეკომენდაციას დაწესებულების თანამშრომლებს ბენეფიციარების საჭიროებებიდან გამომდინარე;
- ახდენს წერის, კითხვის, კომუნიკაციური ინტერპერსონალური და სხვა უნარების შეფასებას ბენეფიციარის ასაკის შესაბამისად;
- ახორციელებს ბენეფიციარებთან ინდივიდუალურ მუშაობას (ადრეული ჩარევა, პირველადი ფსიქოლოგიური დამხრება, ფსიქოლოგიური კონსულტირება, ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, საჭიროების შემთხვევაში - ფსიქოგიური მკურნალობა/ფსიქოთერაპია);
- მონაწილეობას იღებს შემთხვევის მართვის გეგმის შემუშავება-განხორციელების პროცესში და საქმის წარმოებაში;
- საჭიროებიდან გამომდინარე, ახდენს ბენეფიციარის შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართებას, დიაგნოზის დადგენის, დამატებითი სამკურნალო ღონისძიებების გატარების მიზნით და საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტოზური მკურნალობისთვის;
- საჭიროების შემთხვევაში, მუშაობს ბენეფიციართა თვითმოვლის პროცესში დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდაზე და შესაფერისი უნარ-ჩვევების განვითარებაზე;
- აწყობს ინდივიდუალურ/ჯგუფურ შეხვედრებს (თერაპია) ბენეფიციარებთან, საჭიროების შემთხვევაში – თანამშრომლებთან;
- საჭიროებიდან გამომდინარე, აწყობს ჯგუფურ შეხვედრებს წამოჭრილი პრობლემების გადაჭრის მიზნით;
- საჭიროებიდან გამომდინარე, დახმარებას უწევს თავშესაფრის თანამშრომლებს პროფესიული გადაწვის პროფილაქტიკის მიზნით;
- მუშაობს თანამშრომლებთან და ბენეფიციარებთან სტერეოტიპული დამოკიდებულებისა და დისკრიმინაციის (არსებობის შემთხვევაში) აღმოსაფხვრელად ასაკობრივი, რელიგიური, ეთნიკური, სოციალური, სექსუალური, გენდერული და სხვა ნიშნით.
დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე (CV) შეგიძლიათ გადმოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე samdivno-agency@moh.gov.geან დაგვიკავშირდით +99532 2 19 22 32