გაყიდვების მენეჯერი
თარიღები: 17 აპრ - 10 მაი
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1000 - 2000 +ბონუსი
ენები: ქართული რუსული ინგლისური
გაყიდვები:  ავტომობილი, ავტონაწილები გაყიდვების მენეჯერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@cargopolo.com
Cargo Polo აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე

Cargo Polo არის მაღალტექნოლოგიური ამერიკული ლოჯისტიკური კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია ავტომობილების / სპეცტექნიკის / სხვა მოძრავი აქტივების კომპლექსურ გადაზიდვაზე. მომსახურება მოიცავს დაინტერესებული მომხმარებლებისათვის ყველა საჭირო სერვისის მიწოდებას: შესყიდვის პლატფორმებზე წვდომების გაზიარება, სახმელეთო (საწყობამდე) გადაზიდვა ამერიკაში, ტვირთის დასაწყობება ამერიკაში, კონსოლიდაცია, საკონტეინერო გადაზიდვა სასურველ პორტამდე, ექსპედირების სერვისები მიმღებ პორტში, ბროკერინგი, ექსპედირების შემდგომი სახმელეთო გადაზიდვა მიღების საბოლოო წერტილამდე , ტვირთის დაზღვევა და ა.შ.


კომპანია გადაზიდვებს ახორციელებს 17 ძირითად ქვეყანაში: საქართველო, უკრაინა, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, პოლონეთი, გერმანია, ლიტვა, რუმინეთი, ბულგარეთი, ჰოლანდია, საუდის არაბეთი, გაერთიანებული საემიროები, ომანი, იორდანია, ლიბია, ნიგერია.

2023 წელს გაიხსნა პირველი ოფისი საქართველოში/თბილისში, რადგან საქართველოს მიმართულება, როგორც სატრანსპორტო დერეფანი, დღეის მდგომარეობით ლოჯისტიკაში არსებული სირთულეებიდან გამომდინარე არის უმნიშვნელოვანესი.

კომპანიაში ფუნქციონირებს After sales / Support - დეპარტამენტები რაც გაყიდვების მენეჯერების გუნდს საშუალებას აძლევს მთელი სამუშაო დრო მოახმარონ პორთფელის ზრდას, კონცენტრირდნენ გაყიდვების პროცესზე და არა არსებული კლიენტების მომსახურებაზე. აღნიშნული მუშაობის სისტემა ერთი-ორად ზრდის მენეჯერების პროდუქტიულობას და სასურველი ფინანსური შედეგის მიღწევის საშუალებას იძლევა დროის მოკლე პერიოდში.

მოვალეობები:
  • კორპორატიული კლიენტების მოძიება / მოზიდვა;
  • პოტენციური კორპორატიული კლიენტების მოთხოვნების შესწავლა;
  • პოტენციურ კორპორატიულ კლიენტებთან ეფექტური მოლაპარაკების წარმოება;
  • სხვადასხვა სახის კორპორატიული შეთავაზებების მომზადება;
  • ლოჯისტიკური პროდუქტების გაყიდვა;
  • გაყიდვების დინამიკის ანალიზი;
  • ყოველდღიური, ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება-რეპორტინგი;
  • სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

აუცილებელი ცოდნა და უნარები:
  • გაყიდვების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
  • უპირატესობად ჩაითვლება ავტოიმპორტიორ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება.
  • უპირატესობად ჩაითვლება CRM პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.
  • უპირატესობად ჩაითვლება უცხო ენის ცოდნა (ინგლისური, ან რუსული);
  • Microsoft Office-ის ცოდნა;
  • მომხმარებლის მომსახურების უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, სისხარტე);
  • კონსულტაციის და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, გუნდური მუშაობის უნარი;
  • ყურადღება დეტალების მიმართ, ემოციური წონასწორობა;
  • ლოგიკური აზროვნება;
  • ახალ გარემოში სწრაფად ადაპტირების უნარი;

სამუშაო პირობები:
  • ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1000-2000 ლარი (მენეჯერის კვალიფიკაციის მიხედვით) + ბონუსი გაყიდვების მიხედვით.
  • სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 10:00-დან 18:00 საათამდე
  • ადგილმდებარეობა - ბათუმი, ფარნავაზ მეფის # 121

Cargo Polo გთავაზობთ:
  • საქმიანობის საფუძვლიანად შესწავლას ( ამასთან სწავლების პროცესში სრულ ანაზღაურებას);
  • სხვადასხვა ტრენინგებს გაყიდვების, კორპორატიული ქცევის, საოფისე პროგრამების და ენის კურსების მიმართულებით;
  • კომფორტულ, თანამედროვე სამუშაო პირობებს ოფისში;
  • მძღოლის მომსახურებას სამუშაო მიზნებისათვის;
  • ულიმიტო ტელეფონს / ტელეფონის ნომერს - სამუშაო მიზნებისათვის;
  • დაკისრებული მოვალეობების წარმატებულად შესრულებასთან ერთად მზარდ ანაზღაურებას;
  • უფასო კორპორატიულ დაზღვევას მუშაობის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@cargopolo.com

გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი - ბათუმი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2025 წლის 10 მაისი.

შერჩევის პირველი ეტაპი ჩატარდება ონლაინ ფორმატში.