სამშენებლო და სარემონტო მასალების მაღაზიათა ქსელი „ბობერი“ ფუნქციონირებს 2014 წლიდან და დღეისთვის ფლობს 5 სავაჭრო ობიექტს. ბობერი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: კონსულტანტი-საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:- ფილიალში არსებული პროდუქციის ზედმიწევნით სწავლა/ცოდნა (თითოეული პროდუქტის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღება/ცოდნა)
- მომხმარებელთან ურთიერთობა (ღია, თავაზიანი, გულისხმიერი დამოკიდებულება)
- მომხმარებელთა სწორი კონსულტირება
- ფილიალის გაყიდვების მაჩვენებლის ზრდაზე ზრუნვა
- დარბაზის მოწესრიგება (თაროების მოწერსირება, ფასმაჩვენებლების განთავსება პროდუქციაზე, პროდუქციის დალაგება თაროებზე, როდუქციის გასუფთავება და სხვა)
- ინვენტარიზაციაში ჩართულობა (პროდუქციის მარაგების და ვადების კონტროლი)
- მომხმარებლის მოთხოვნებისა და მარაგების მიხედვით შეკვეთების ინიციატივების მომზადება
- პროდუქციის მიღებისას მითვლა ზედნადების მიხედვით
- პროდუქციის მიღებისას დისტრიბუციის მანქანის დაცლა/ჩამოტვირთვა (ცემენტი, წებოცემენტი ქვიშა და სხვა)
- პროდუქციის დასაწყობება
- გაყიდული პროდუქციის (ცემენტი, წებოცემენტი ქვიშა და სხვა) გადაწყობა/მომხარებლისთვის დატვირთვა
- საწყობის მოწესრიგება/პროდუქციის მოვლა
ძირითადი მოთხოვნები:- პასუხიმგებლიანობა
- ფიზიკური მზაობა მძიმე პროდუქციის აწევისთვის
- ყურადღებიანობა
აღწერილობა:- სამუშაო საათები: 09:00-18:00 ან ცვლებში 08:00-17:00/11:00-20:00(ცვლები მოქმედებს მხოლოდ ორთაჭალის ფილიალში)
- სამუშაო დღეები: კვირაში 5 დღე
- მდებარეობა: წავკისი (სოფ. შინდისი - მერი ნაკაშიძის ქ. N 1 ) ორთაჭალა (დიმიტრი გულიას ქ. N6), ბაგები (წყნეთის გზატკეცილი N39), ელიავა (აგლაძის ქ. 32)
- ანაზღაურება: 1100 ლარი ჯანმრთელობის დაზღვევა
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: hr@bober.ge ("Subject"-ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება).დამატებითი დეტალების მისაღებად დარეკეთ ნომერზე +995 599688908.