იზიფოსტი აცხადებს ვაკანსიას მარკეტოლოგ-კონტენტმეიქერის პოზიციაზე
ვის ვეძებთ?
ჩვენ ვეძებთ კრეატიულ და მოტივირებულ მარკეტოლოგ-კონტენტმეიქერს,რომელიც გუნდის სრულფასოვანი წევრი გახდება, აქტიურად იქნება ჩართული სამუშაო პროცესში და შექმნის ვიდეო- და ფოტო-კონტენტს, მართვისა და გაყიდვების თემატიკასთან დაკავშირებით.
თქვენი მთავარი ამოცანაა სოციალური ქსელების (Instagram, Facebook, TikTok, YouTube) განვითარება – შექმნათ საინტერესო პოსტები, სთორები, Reels და Shorts, ასევე ხელი შეუწყოთ კომპანიის ბრენდის პოპულარიზაციას კონტენტის მეშვეობით.
თქვენი ამოცანები:
- ვიდეო-კონტენტის გადაღება და მონტაჟი (რილსები,სთორები).
- ფოტო და ვიდეომასალის შექმნა სოციალური ქსელებისთვის.
- სოციალური მედიის მართვა და განვითარება (Instagram, Facebook, TikTok, YouTube).
- ყოველკვირეული კონტენტ-გეგმის მომზადება.
- კონტენტის ეფექტურობის ანალიზი, ჩართულობის და მიღწევის ზრდა.
- გუნდთან კოორდინაცია, გადაღებებში მონაწილეობა და კრეატიული იდეების გენერირება.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- მარკეტინგში გამოცდილება
- ვიდეოგადაღებისა და მონტაჟის უნარები (CapCut, Premiere Pro, Final Cut, DaVinci Resolve).
- Canva, Photoshop, Lightroom-ის (ან მათი ანალოგების) ფლობა.
- კრეატიულობა,პასუხისმგებლობა და ინიციატივა.
- შესაძლებელი არის დისტანციურად მუშაობა
ანაზღაურება: 800 + ბონუსი
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: info@easypost.ge
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +9950322051939
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +9950322051939