ბარისტა

თბილისი სრული განაკვეთი მეამა
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
სასტუმრო/რესტორანი/კვება: ბარისტა
მეამა ფრენშაიზი თავის გუნდში იწვევს აქტიურ და მოტივირებულ კანდიდატებს ბარისტას პოზიციაზე. ვეძებთ კადრებს, რომლებსაც აინტერესებთ მრავალფეროვან პროდუქტებთან მუშაობა და უყვართ ხალხთან კომუნიკაცია.
მეამა ფრენშაიზი არის ახალი კონცეფციის ყავის ობიექტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს, როგორც მეამას კაფსულის უნიკალურ გემოებს, ასევე ყავაზე და ჩაიზე დაფუძნებულ სხვადასხვა კოქტეილს.

თბილისის ფილიალების მასშტაბით, ჩვენს მეგობრულ გუნდში ვეძებთ თანამშრომლებს
ანაზღაურება - საათობრივი (საშუალოდ 850-900 ლარი ) + 2% გაყიდვებიდან ;
სამუშაო გრაფიკი- კვირაში 5 დღე , 40 საათიანი სამუშაო გრაფიკი (8 საათიანი ცვლების მიხედვით);
ლოკაციები: თბილისის ზღვა, ლისის ტბა, კუს ტბა

კანდიდატის ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები იქნება:
  • მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
  • ცხელი და ცივი ყავის/ჩაის სხვადასხვა სახეობის სასმელის მომზადება;
  • მეამას პროდუქტების დეტალური ცოდნა და მომხმარებლისთვის სასურველი პროდუქტის შერჩევა;
  • სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება;
  • სამუშაო გარემოში ჰიგიენური ნორმების დაცვა.

საბოლოო ეტაპზე შერჩეული კანდიდატები გაივლიან პროფესიული გადამზადებას მეამას პროდუქტების და მუშაობის სტანდარტების შესაბამისად.

მოთხოვნები:
  • მნიშნელოვანია კანდიდატს ჰქონდეს გამართული და დამაჯერებელი მეტყველების უნარი;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
  • ორგანიზებული და პუნქტუალური;
  • საბაზისო დონეზე საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • ბარისტად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელ. მისამართზე: career@meama.ge
განაცხადის მიღების ვადა: 2025 წლის 15 მაისი 
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება შესაბამისი ლოკაციის მიხედვით ბარისტა (ლისი) ; ბარისტა (თბილისის ზღვა) ; ბარისტა (კუს ტბა).

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "მეამა"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.გისურვებთ წარმატებას!