გაყიდვების კონსულტანტი
თარიღები: 16 აპრ - 15 მაი
მდებარეობა: თელავი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 900 - 1000 +ბონუსი
ენები: ინგლისური რუსული
გაყიდვები:  გაყიდვების კონსულტანტი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@optimist.ge
ოპტიკური კომპანია ‘’ოპტიმისტი’’ ქართულ ბაზარზე 2013 წლიდან არსებობს. 11 წლიანი ისტორიის მანძილზე კომპანიამ ღირსეული როლი შეასრულა ოპტიკის ინდუსტრიის განვითარებაში საქართველოში.
კომპანიის პრიორიტეტი არის ხელმისაწვდომი ფასი და მაღალი ხარისხი.
პოზიცია: გაყიდვების კონსულტანტი

სამუშაო ადგილი: თელავი

ძირითადი მოვალეობები:
  • მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, სწორი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება;
  • პროდუქციის მოწესრიგება და განთავსება;
  • მაღაზიაში განლაგებული პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა;
  • მომხმარებლისგან თანხის მიღება, სალაროსთან მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია უმაღლესი განათლება;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია სალაროსთან/ფულთან მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა; პიროვნული მახასიათებლები:
  • მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მიზანსწრაფულობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;

სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე, 8 საათიანი გრაფიკი.
ანაზღაურება: სტაჟიორის საწყისი ანაზღაურება დარიცხული 900₾. (სტაჟირების ხანგრძლივობა 1 თვე).
კონსულტანტის ფიქსირებული ანაზღაურება დარიცხული 1000₾ და დამატებით ბონუსი (150-300₾).

კომპანია ‘’ოპტიმისტი’’ შეთავაზებით დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.მისამართზე: hr@optimist.ge და "Subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (გაყიდვების კონსულტანტი - თელავი). დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!