ანაზღაურებადი სტაჟირება ბეტონის ქარხნის ლაბორატორიაში
თარიღები: 16 აპრ - 15 მაი
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სტაჟირება
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
მართვის მოწმობა: B
მიმაგრებული ფაილი: გადმოწერა
სამშენებლო, უძრავი ქონება:  ქვა/ბეტონი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: careers@cement.ge
,,ჰანიველ ცემენტი’’ საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში და რუსთავში, ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. ჰანიველ ცემენტი კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა. ამჟამად ჰანიველ ცემენტი ბეტონის 15 ქარხანას ითვლის.

ჰანიველ ცემენტი აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ქ. თბილისში არსებული ბეტონის ქარხნის ლაბორატორიაში, დასაქმების პერსპექტივით.

სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (შაბათი და კვირა დასვენება)
სამუშაო საათები: 09:00 – 18:00 სთ
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 3

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ქვიშა-ღორღის, ცემენტის, ხრეშისა და ბეტონის ანალიზების ჩატარებაში მონაწილეობის მიღება.
  • სამშენებლო უბანზე ვიზიტი, სინჯების მომზადების მიზნით.
  • ბეტონის ტესტირება ლაბორატორიულ და ქარხნულ პირობებში:
  • ბეტონის შემადგენლობის გაანგარიძებაში ჩართულობა;
  • მივლინება რეგიონებში არსებულ ბეტონის ქარხნებში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
  • MS Office მუშაობის გამოცდილება
  • მართვის მოწმობა (B კატეგორია)
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • კომუნიკაბეულობა

არსებული ბენეფიტები:
  • ტრენინგები სამუშაოს კვალიფიციურად შესასრულებლად
  • ჯანმრთელობის კერძო დაზღვევა საუკეთესო პირობებით

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე: careers@cement.ge (ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა).

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - სტაჟიორი ლაბორატორიაში (თბილისი).

გისურვებთ წარმატებას!

თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც ჰანიველ ცემენტისთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, ჰანიველ ცემენტის მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს ჰანიველ ცემენტმა შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.

ჰანიველ ცემენტი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

„ჰანიველ ცემენტი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.