ინჟინერ-კონსტრუქტორი

თბილისი სრული განაკვეთი მეგავატ.ჯი
მივლინება: არა ხელფასი: 3000 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 10 წელზე მეტი ენები: ინგლისური, რუსული
ინჟინერია: მექანიკოს-ინჟინერი სამშენებლო, უძრავი ქონება: მშენებლობა(ზოგადი)
საპროექტო კომპანია მეგავატი აცხადებს ვაკანსია ინჟინერ-კონსტრუქტორის პოზიციაზე.

მოვალეობები:
  • სხვადასხვა დანიშნულების შენობების კონსტრუქციული და მუშა ნახაზების მომზადება;
  • მოქმედი და ამორტიზებული ობიექტების აღდგენა-გაძლიერების საპროექტო (კონსტრუქციული ნაწილი) დოკუმენტაციის მომზადება;    
  • ახალი დასაპროექტებელი ობიექტებისთვის შენობა-ნაგებობების, ლითონკონსტრუქციების და სპეციფიკური ნაგებობების, კონსტრუქციული გაანგარიშებების მომზადება როგორც ტექსტური ასევე გრაფიკული ნაწილის დამუშავებით;
  • საჭიროების შემთხვევაში მშენებლობის დროს პროექტების სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების დაცვის ტექნიკური ზედამხედველობა;
  • საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციის გაწევა კომპანიის მომიჯნავე განყოფილებების სამშენებლო-საინჟინრო საკითხების გადაწყვეტაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სამშენებლო სფეროში);
  • არანაკლებ 10 წლის სამუშაო გამოცდილება ინჟინერ-კონსტრუქტორის თანამდებობაზე;
  • სამშენებლო სტანდარტების, ნორმებისა და წესების, მშენებლობის მარეგულირებელი კანონმდებლობის ცოდნა;
  • შრომისა და შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის ცოდნა;
  • სასურველია გარემოს დაცვის კანონმდებლობის ცოდნა;
  • უცხო ენების ცოდნა: რუსული ან ინგლისური;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
  • სპეციფიკური კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: AutoCAD Robot, LIRA Construction ან ანალოგიური ტიპის პროგრამაში მუშაობის შესაძლებლობა;

დაინტერესების შემთხვევაშ გამოგვიგზავნეთ თვენი მონაცემები ელ.მისამართზე: info@mw.ge და ჩვენ აუცილებლად დაგიკავშირდებით!
გისურვებთ წარმატებებს!