მარკეტინგის მენეჯერი

თბილისი მოქნილი გრაფიკი Kazunion Tour Operator by Rustar
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 3 - 5 წლამდე ენები: ინგლისური, რუსული
მარკეტინგი, რეკლამა, PR: მარკეტინგის მენეჯერი
„Kazunion Tour Operator by Rustar“ საქართველოში მოქმედი ტურისტული კომპანიაა, რომელიც სპეციალიზდება გამყვანი ტუროპერაციის მიმართულებით. 
„Kazunion Tour Operator by Rustar“ აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე. 

ძირითადი მოვალეობები: 
  • მარკეტინგული საქმიანობის განვითარება; 
  • მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და მისი პრაქტიკაში დანერგვა; 
  • სტრატეგიული ხასიათის ტექსტებისა და სარეკლამო განცხადებების შექმნა კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე; 
  • მარკეტინგულ მასალებთან მუშაობა; 
  • შიდა პროდუქტებისთვის სპეციალიზებული ლენდინგების შემუშავება; 
  • მარკეტინგული ღონისძიებების კოორდინაცია და კონტროლი საქართველოში; 
  • მარკეტინგული შეთავაზებების შექმნა, მართვა და განხორციელება; 
  • მარკეტინგული კონტენტის და სტრატეგიის შექმნა შიდა პროდუქტების პოპულარიზაციის მიზნით; 
  • E-mail მარკეტინგის მართვა: მიმოწერები, ჩატები, პუბლიკაციები; 
  • ვებგვერდისა და ბანერების ტექსტების შექმნა და რედაქტირება; 
  • ვებინარების ორგანიზება (Google ფორმების შექმნა, მოწვევების გაგზავნა ჩატებსა და ელფოსტით, ვებინარის ოთახის შექმნა და მართვა); 
  • მომხმარებელთა მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის ინსტრუმენტების დანერგვა; 
  • ანგარიშგებების მომზადება ხელმძღვანელობისთვის; 
  • ახალი თანამშრომლების გადამზადება და მათზე ზედამხედველობა; 
  • ხარჯთაღრიცხვის ცხრილების შევსება და კონტრაქტორების შესაბამისი დოკუმენტაციის შეგროვება; 
  • გარე და შიდა კონტრაქტორებისთვის დავალებების განსაზღვრა, მოლაპარაკებების წარმოება და შესრულების მონიტორინგი; 
  • სტარგეტინგისა და SEO-ის მართვა. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • მარკეტინგის, კომუნიკაციების ან მსგავსი მიმართულების უმაღლესი განათლება; 
  • მინიმუმ 3-5 წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის სფეროში; 
  • სტრატეგიული და კრეატიული აზროვნება; 
  • ძლიერი კომუნიკაციური და ლიდერული უნარები; 
  • ციფრულ მარკეტინგში გამოცდილება (SEO, Google Ads, სოციალური მედია მარკეტინგი და სხვა); 
  • რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა (სავალდებულოა). 

რას გთავაზობთ: 
  • კონკურენტული ანაზღაურება; 
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობა; 
  • დინამიური და მეგობრული სამუშაო გარემო; 
  • მოქნილი სამუშაო გრაფიკი და დისტანციური მუშაობის შესაძლებლობა. 
 
კანდიდატების შერჩევა მოხდება  გასაუბრების საფუძველზე. 
ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა 2025 წლის 15 მაისის  ჩათვლით, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@rustaronline.ge. ამასთანავე, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, 
რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.  
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლიან შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭებათ კანდიდატის სტატუსი. 
ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-გვერდზე: www.rustartourism.com
 
გისურვებთ წარმატებას!