ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი
1xP PRIORITY ვიანი
თარიღები: 15 აპრ - 14 მაი
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური
ადამიანური რესურსები:  HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი
სს „ვიანი“ აცხადებს ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსის ვაკანსიას თბილისში
სამუშაოს ადგილმდებარეობა: მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო (ლუბლიანას ქ 13/6)

სამუშაო გრაფიკი: სრული, 8 საათიანი ხუთი სამუშაო დღე;

ძირითადი მოვალეობები:
  • ყოველდღიურად სახელფასო ბიუჯეტის კონტროლი, თვის სახელფასო ხარჯის დადგენილ ბიუჯეტთან დადარება და შესაბამისი ანგარიშის მომზადება;
  • პერსონალის შერჩევის პროცესის ეფექტური მართვა;
  • ახალაყვანილი თანამშრომლებისგან უკუკავშირის მიღება და კომპანიასთან ადაპტირების პროცესში მხარდაჭერა;
  • ადმინისტრაციული ნაწილის უზრუნველყოფა (ბრძანება, შეთანხმება, მიღება-ჩაბარების აქტები, ახსნა-განმარტებითი ბარათი და სხვა);
  • მიმდინარედ ცვლილებების ასახვა შესაბამის პროგრამაში;
  • თანამშრომელთა ნამუშევარი დროის აღრიცხვა საშტატო ბაზაში და პროგრამაში ვადების დაცვით;
  • თანამშრომლებისთვის ინფორმაციის მიწოდება კომპანიის ბენეფიტებისა და საკომპენსაციო პაკეტების შესახებ;
  • თანამშრომლებისთვის შრომითი ხელშეკრულების პირობის გაცნობა ხელმოწერის უზრუნველყოფა;
  • შრომითი და მომსახურების ხელშეკრულებების მომზადება (პირობების წინასწარ დაზუსტება/შეთანხმება), თანამშრომლისთვის გაცნობა და ხელმოწერის უზრუნველყოფა;
  • თანამშრომელთან/მომსახურების გამწევ პირთან დაკავშირებული ცვლილებების (გადაადგილება, დაწინაურება,და სხვა) ადმინისტრირება და შესაბამისი დოკუმენტაციის (ბრძანება, შეთანხმება, მიღება-ჩაბარების აქტები, ახსნა-განმარტებითი ბარათი და სხვა) დროულად მომზადება;
  • თვის სახელფასო ხარჯის დადგენილ ბიუჯეტთან დადარება და შესაბამისი ანგარიშის მომზადება;
  • მიმდინარედ ცვლილებების ასახვა შესაბამის პროგრამაში;
  • თანამშრომელთა ნამუშევარი დროის აღრიცხვა საშტატო ბაზაში და პროგრამაში ვადების დაცვით;
  • თანამშრომლებისთვის ცნობების (ხელფასის, სამსახურის შესახებ) დროულად მომზადება;
  • ჰოსპიტლის კორპორატიული ღონისძიებების და თიმბილდინგების დაგეგმვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, სოციალური, ფსიქოლოგიის მიმართულებით);
  • აუცილებელია პერსონალის ადმინისტრირების კუთხით ან ჰოსპიტალში/კლინიკაში ადმინსიტრაციის მენეჯერის/სპეციალისტის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 3 წლისა
  • აუცილებელია საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel;
  • აუცილებელია ლიტერატურილი ქართულით წერა, გამართული ქართულით მეტყველება;
  • შრომის კოდექსის ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • დისციპლინირებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • წინასწარ გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 29 აპრილი, 2025
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://vian.health/ka/career?careerId=1270
სს „ვიანი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.