კაზინო ინტერნეიშენალი ჰილტონ ბათუმში აცხადებს ვაკანსიას დამწყები სლოტ ჰოსთესის პოზიციაზე.სამუშაო პირობები:- ფიქსირებული ანაზღაურება 1000 ლარი (ხელზე გასაცემი თანხა) + ჩაი 5 პოინტი (საშუალოდ 250$);
- 12 საათიან სამუშაო გრაფიკი; 2/2-ზე თვეში 15 ცვლა; დღე/ღამე;
- კანონით გათვალიწინებული ზეგანაკვეთურად შესრულებული საათების შემთხვევაში დამატებით ანაზღაურება;
- სამუშაო საათებში კვებით უზრუნველყოფა;
- ღამის საათებში ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა;
- ჯანმრთელობის დაზღვევა (70-60% თანადაფარვით);
- გუნდური და მეგობრული სამუშაო გარემო;
- ზრდისა და განვითარების ხელშეწყობა;
ძირითადი მოვალეობები:- სტუმრების თავაზიანი და ოპერატიული მომსახურება;
- სტუმრებისთვის მიმდინარე თამაშებისა და აქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- სათამაშო აპარატებში ფულის დარიცხვა/განაღდებასთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრა/მოგვარება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:- საშუალო განათლება;
- უცხო ენები: სასურველია ინგლისური ან/და თურქული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@cibatumi.com და სათაურის ველში (subject-ში) მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!