სს „თელასი“აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული განვითარებისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს, კაპიტალური მშენებლობისა და საინვესტიციო საქმიანობის სამსახურის, საწარმოო შენობების და ნაგებობების კაპიტალური მშენებლობისა და რემონტის განყოფილების
მუშის პოზიციაზე (მომსახურების ხელშეკრულებით)
ძირითადი მოთხოვნები
- სასურველია ფიზიკური სიძლიერე, გამძლეობა და ხელით მუშაობის უნარი.
- სასურველია სამშენებლო მასალების( ბეტონი, ქვიშა, ცემენტი, და სხვა) შერევის დასხმის ცოდნა.
- სასურველია ძირითადი სამშენებლო და საინჟინრო პრინციპებისა და მეთოდების ცოდნა.
- გუნდთან ეფექტურად ურთიერთობისა და მუშაობის უნარი.
თანამდებობრივი მოვალეობები:
- სამშენებლო ტერიტორიაზე მანქანების ოპერატორების დახმარება.
- ხარაჩოების, პანდუსების და ა.შ. აშენება დანგრევა.
- მასალების გადმოტვირთვა და გადაზიდვა სამშენებლო მოედანზე.
- ახალი ბეტონის ან ახალი მასალის დასხმა და გასწორება.
- მშენებლობის ტერიტორიიდან ნაგვის გატანა.
- უშუალო ხელმძღვანელის დავალების შესრულება.
- სამშენებლო მასალების მომზადება კონსტრუქციების ასაშენებლად.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე:
vakansia@telasi.ge 2025 წლის 29 აპრილის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ თანამდებობა