არქიტექტორების ჯგუფის უფროსი
1xP PRIORITY არქი
თარიღები: 15 აპრ - 30 აპრ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
სამშენებლო, უძრავი ქონება:  არქიტექტორი
კომპანია „არქი“, წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

„არქი“-ში ვეძებთ არქიტექტორების ჯგუფის უფროსს 

და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
  • არქიტექტურული ჯგუფის სამუშაო პროცესის მართვა და საქმის დელეგირება, პროგრესის კონტროლი და პროგრესის ამსახველი ანგარიშის მომზადება;
  • გჯგუფის წევრების საქმიანობის მონიტორინგი;
  • არქიტექტურული პროექტების შედგენა;
  • სამშენებლო ნახაზების მომზადება;
  • საჭიროების შემთხვევაში, არქიტექტურულ ნახაზში ცვლილებების შეტანა/კორექტირება;
  • შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებიდან ნებართვების მოპოვების მიზნით, დოკუმენტების/ნახაზების მომზადება;
  • სამშენებლო ობიექტზე ვიზიტების განხორციელება;
  • მშენებლობის პროცესში ობიექტის კოორდინაცია და ზედამხედველობა, მშენებლობის პროგრესის ამსახველი ანგარიშის მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით;
  • სასურველია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია მრავალბინიან არქიტექტურულ პროექტებზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • აუცილებელია REVIT - ის მაღალ დონეზე ცოდნა

სავალდებულოა პორტფოლიოს ატვირთვა

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 30 აპრილის ჩათვლითhttp://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.