"ჯერარსის კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას მორიგე ექთნის (16/24 სთ) პოზიციაზე, შემდეგ განყოფილებებში:
- უროლოგიის განყოფილება;
- რეანიმაციის განყოფილება;
- ზოგადი ქირურგიის განყოფილება;
- ნევროლოგია/ნეიროქირურგიის განყოფილება;
- სასტერილიზაციოს განყოფილება;
- ტრავმატოლოგიის განყოფილება;
- კარდიო თერაპიის განყოფილება.;
- კარდიო ქირურგიის განყოფიელბა;
- კარდიო რეანიმაციის განყოფილება;
- ონკო-ჰემატოლოგიის განყოფილება;
- საოპერაციო
- გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დეპარტამენტი (ER)
ადგილმდებარეობა: თბილისი, კლინიკა "ჯერარსი" (მუხიანის ქ., 2ა)
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით
ანაზღაურება: გამომუშავებით
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კვალიფიციური საექთნო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი გაიდლაინების გათვალისწინებით;
- დაწესებულების მიერ შემუშავებული პროცედურების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში;
- საექთნო პროცედურების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სავალდებულოა მედდის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება
ზოგადი უნარები:
- უნდურად მუშაობის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- თავაზიანობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა და სისხარტე.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე/CV ან საკონტაქტო ინფორმაცია ელფოსტაზე: vacancy@jerarsi.ge და მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ექთანი" ან დარეკეთ ნომერზე - (032) 2 111 112 მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
კლინიკა ს.ს "ჯერარსი" საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ს.ს "ჯერარსი’’-სთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ნებისმიერ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ს.ს "ჯერარს"-ში შესაძლოა, შენახული და გამოყენებული იქნეს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ს.ს "ჯერარსი’’-სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა კლინიკა "ჯერარს’’-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.