სანიტარი
თარიღები: 18 აპრ - 14 მაი
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
დასუფთავება:  სანიტარული წმენდა
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@jerarsi.ge
ტელეფონი გამოხმაურებისთვის: +995 568 43 33 88
კლინიკა ჯერარსში ცხადდება ვაკანსია კლინიკაში სანიტრის  პოზიციაზე:

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
  • განყოფილების სივრცის დასუფთავება და მოწესრიგება არსებული სტანდარტების შესაბამისად;
  • სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი

სამუშაო გრაფიკი - ყოველი მეოთხე დღე, 24 სთ.
ადგილმდებარეობა - თბილისი. კლინიკა "ჯერარსი" (მუხიანის ქ. 2ა)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე/CV ან საკონტაქტო ინფორმაცია ელფოსტაზე: vacancy@jerarsi.ge და მიუთითეთ პოზიციის დასახელება "სანიტარი", ან დარეკეთ ნომერზე - (032) 2 111 112 
ასევე შესაძლებელია დაკავშირება ნომერზე - (+995) 568 43 33 88

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

კლინიკა ს.ს "ჯერარსი" საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ს.ს "ჯერარსი’’-სთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ნებისმიერ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ს.ს "ჯერარს"-ში, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნეს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. 
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ს.ს "ჯერარსი’’-სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა კლინიკა  "ჯერარს’’-ში  ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა