ხარისხის სამსახურის სპეციალისტი
თარიღები: 18 აპრ - 14 მაი
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
წარმოება/ოპერაციები:  ხარისხის კონტროლი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@jerarsi.ge
სს ,,ჯერარსი” აცხადებს ვაკანსიას ,,ხარისხის სამსახურის სპეციალისტის“ პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, კლინიკა სს ,,ჯერარსი" (მუხიანის ქ., 2ა);
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 2 დღე (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, შეთანხმებით), 09:00-დან 18:00-მდე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
კლინიკის სანებართვო მოთხოვნების დაცვის კოორდინაცია:
  • სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობების დაცვის მონიტორინგი;
  • შესაბამისი კანონმდებლობის, მათ შორის N385 დადგენილებისა და სხვა აქტების მოთხოვნების სისტემატური განხილვა და ანალიზი, მათში განხორციელებული ცვლილებების მუდმივი აღრიცხვა.
სანებართვო მოთხოვნების შესრულება:
  • ზემოხსენებული დადგენილებებისა და კანონების ფარგლებში საჭირო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ქმედებების ინიცირება, დაგეგმვა და მონიტორინგი.
დოკუმენტაციის მართვა:
  • სანებართვო მოთხოვნებთან დაკავშირებული სავალდებულო დოკუმენტაციის/ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და მონიტორინგი;
  • დოკუმენტაციის/ინფორმაციის რეესტრის წარმოება და შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან თანამშრომლობა.
სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერა:
  • სამედიცინო პერსონალის მოთხოვნების (ვაქცინაცია, საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენა, ტრენინგების გავლა, კრედიტ ქულების რეესტრის წარმოება) სისტემატური მონიტორინგი და კომუნიკაცია პერსონალთან.
საერთაშორისო აკრედიტაციის, სერთიფიცირების ვალდებულებები:
  • კლინიკის საერთაშორისო აკრედიტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის მონიტორინგი;
  • კლინიკის ISO სტანდარტების დაცვის მონიტორინგი;
  • ყველა საჭირო სამართლებრივი და ადმინისტრაციული მოთხოვნის შესრულების პროცესის კოორდინაცია და შესრულების მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ზოგადი უნარები:
  • უპირატესობა მიენიჭება სამედიცინო განათლების მქონე კანდიდატს;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
  • სამედიცინო კანონმდებლობის, სანებართვო და აკრედიტაციის მოთხოვნების ცოდნა;
  • გუნდური მუშაობის უნარი, დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულება და კომუნიკაციის უნარები.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე/CV ან საკონტაქტო ინფორმაცია ელ-ფოსტაზე: vacancy@jerarsi.ge და მიუთითეთ პოზიციის დასახელება „ხარისხის სამსახურის სპეციალისტი (სანებართვო მოთხოვნების კოორდინატორი)“ ან დარეკეთ ნომერზე - +995 0322 111 112

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

კლინიკა ს.ს "ჯერარსი" საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ს.ს "ჯერარსისთვის" ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ნებისმიერ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ს.ს "ჯერარს"-ში შესაძლოა, შენახული და გამოყენებული იქნეს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ს.ს "ჯერარსი’’-სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა კლინიკა "ჯერარს’’-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.