ფინანსური მენეჯერის ასისტენტი

თბილისი სრული განაკვეთი ვენგო ჯგუფი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ადმინისტრაცია: პირადი ასისტენტი ბუღალტერია/ფინანსები: ფინანსები(ზოგადი)
„ვენგო ჯგუფი“ აერთიანებს სატრანსპორტო და საექსპედიტორო კომპანიებს. ჯგუფის წევრი სატრანსპორტო კომპანია 2004 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, როგორც საერთაშორისო გადამზიდავი.

„ვენგო ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი; ჭავჭავაძის 37ბ;
სამუშაო გრაფიკ: სრული 10:00-18:00;
დასვენების დღეები: შაბათი-კვირა

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • დებიტორული დავალიანების დაფარვის კონტროლი;
  • დებიტორული დავალიანებების შესახებ ანგარიშგებების მომზადება;
  • კრედიტორული დავალიანების დაფარვის კონტროლი;
  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანების მართვასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;
  • ბანკის საგადახდო დავალებების შექმნა;
  • ინვოისების გამოწერა;
  • ქეშის გაცემა პარტიორებთან;
  • კლიენტებთან და მომწოდებლებთან შედარებების გაკეთება;
  • შესყიდვები ოფისისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის/ფინანსების სპეციალობით;
  • საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)

პიროვნული თვისებები და უნარები:
  • კრიზისული სიტუაციის მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გამართული კომუნიკაციის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ , გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე hr@vengo.ge ; გთხოვთ, სათაურის ველში „subject” მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: „ფინანსური მენეჯერის ასისტენტი“

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!