სამშენებლო კომპანია "ანაგი" აცხადებს ვაკანსიას ბათუმში ბუღალტრის პოზიციაზე ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგებისა და საბუღალტრო ოპერაციების წარმოებისათვის.
ძირითადი მოვალეობები:
- მიმდინარე ბუღალტრული ოპერაციების წარმოება კანონმდებლობისა და საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტების შესაბამისად;
- დებიტორული და კრედიტორული დავალიანების აღრიცხვა და კონტროლი;
- საბანკო ოპერაციების წარმოება და აღრიცხვა;
- საბუღალტრო სისტემაში ინფორმაციის აღრიცხვის სიზუსტისა და პირველად დოკუმენტაციასთან შესაბამისობის ანალიზი და კონტროლი;
- სხვა დავალებების შესრულება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მითითების შესაბამისად;.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სათანადო მიმართულებით (ფინანსები, ბიზნესი, ეკონომიკა);
- სულ მცირე, 2- წლიანი სათანადო სამუშაო გამოცდილება;
- Oris/1C-ის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
- უპირატესობად ჩაითვლება ERP-სისტემასთან მუშაობის გამოცდილება;
- კომპიუტერული უნარ-ჩვევები (MS office, Intermediate - Advanced Excel).
უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირება;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე;
სამუშაო საათები: 10:00-19:00 (შესვენება 1 საათი);
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ფიროსმანის №1;
ანაზღაურება: განისაზღვრება კადრის კვალიფიკაციის მიხედვით.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ან CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@anagi.ge 2025 წლის 31 მაისის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ბუღალტერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს კანდიდატურას ვერ განვიხილავთ.
კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, ეწვიოთ კომპანიის ვებგვერდს: http://www.anagi.ge. გისურვებთ წარმატებას!