ბუღალტერი
თარიღები: 17 აპრ - 14 მაი
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები:  ბუღალტერი (ზოგადი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@anagi.ge
სამშენებლო კომპანია "ანაგი" აცხადებს ვაკანსიას ბათუმში ბუღალტრის  პოზიციაზე ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგებისა  და საბუღალტრო ოპერაციების წარმოებისათვის.

ძირითადი მოვალეობები:
  • მიმდინარე ბუღალტრული ოპერაციების წარმოება კანონმდებლობისა და საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტების  შესაბამისად;
  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანების აღრიცხვა და კონტროლი;
  • საბანკო ოპერაციების წარმოება და აღრიცხვა;
  • საბუღალტრო სისტემაში ინფორმაციის აღრიცხვის სიზუსტისა და პირველად დოკუმენტაციასთან შესაბამისობის ანალიზი და კონტროლი;
  • სხვა დავალებების შესრულება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მითითების შესაბამისად;.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება სათანადო მიმართულებით (ფინანსები, ბიზნესი, ეკონომიკა);
  • სულ მცირე, 2- წლიანი სათანადო სამუშაო გამოცდილება;
  • Oris/1C-ის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
  • უპირატესობად ჩაითვლება ERP-სისტემასთან მუშაობის გამოცდილება; 
  • კომპიუტერული უნარ-ჩვევები (MS office, Intermediate - Advanced Excel).

უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე;
სამუშაო საათები: 10:00-19:00 (შესვენება 1 საათი);
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ფიროსმანის №1;
ანაზღაურება: განისაზღვრება კადრის კვალიფიკაციის მიხედვით.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ან CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@anagi.ge 2025 წლის   31 მაისის  ჩათვლით.
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ბუღალტერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს კანდიდატურას ვერ განვიხილავთ.
კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, ეწვიოთ კომპანიის ვებგვერდს: http://www.anagi.ge.
გისურვებთ წარმატებას!