კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ბუღალტერის პოზიციაზე
განყოფილება: ფინანსური.
სამუშაო ადგილი (მისამართი): რუსთავი.
პოზიციის ქვემდებარეობა: მთავარი ბუღალტერი; ფინანსური დირექტორი.
სამუშაო კვირის განრიგი: 5 სამუშაო დღე, შაბათ კვირა დასვენება.
სამუშაო საათები: 09:00-დან 18:00-მდე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ადგილობრივი რეალიზაციის, საბუღალტრო პროგრამაში ყოველდღიური აღრიცხვის უზრუნველყოფა და კონტროლი;
- ექსპორტის დოკუმენტაციის დამუშავება და მისი საბუღალტრო პროგრამაში აღრიცხვის უზრუნველყოფა
- პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის მომზადება, აღრიცხვა-კონტროლის პროგრამული უზრუნველყოფა და დაარქივება. გაყიდვების და მასთან დაკავშირებული ოპერაციების საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- წინასწარი ანგარიშ-ფაქტურების გაცემა, მათი დამტკიცება დეკლარაციაში (რეგისტრაცია) და კონტროლი; დებიტორული დავალიანების კონტროლი და ვადაგადაცილებული ანგარიშების მონიტორინგი.
- რეალიზაციებთან დაკავშირებული ანგარიშების მომზადება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლების ხარისხი: უმაღლესი განათლება - აუცილებელი.
სამუშაო გამოცდილება:
- მსგავს პოზიციაზე წარმოებაში ან ბუღალტერად მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება- სასურველია;
- საბუღალტრო პროგრამულ უზრუნველყოფასთან მუშაობის გამოცდილება (ERP პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).
პროგრამები / კვალიფიკაცია:
- MS Office -აუცილებელი.
- 1C - სასურველი.
ენების ცოდნა:
- ქართული - მშობლიური.
- ინგლისური-სასურველი.
პიროვნული თვისებები:
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე.
ანაზღაურება და სხვა ბენეფიტები:
- ანაზღაურება განიხილება კანდიდატის გამოცდილებისა და ცოდნის საფუძველზე.
- დამატებითი შეღავათები: კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას თბილისიდან რუსთავამდე, დღეში ერთჯერადი კვება და სამედიცინო დაზღვევა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: HR@rustavisteel.ge ან დაგვიკავშირდეთ მითითებულ ტელეფონზე: +995 577 177 900. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.