სტიუარდი
2xP PRIORITY Pabellón Hotel
თარიღები: 15 აპრ - 14 მაი
მდებარეობა: ყვარელი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
სასტუმრო/რესტორანი/კვება:  ჭურჭლის მრეცხავი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@pabellon.ge
პაბელონის სასტუმრო / Pabellón Hotel (ყვარელი-საქართველო) აცხადებს ვაკანსიას სტიუარდის პოზიციაზე

მდებარეობა: ყვარელი, საქართველო
განაკვეთი: სრული

სამუშაო აღწერილობა:
  • ჭურჭლის რეცხვა – თეფშების, ჭიქების, ქილების, ტაფების და სხვა სამზარეულო ინვენტარის რეცხვა სპეციალური ჭურჭლის სარეცხი მანქანით და ხელით.
  • სამზარეულოს ინვენტარის გაწმენდა – მათ შორის დიდი ტექნიკა (ღუმელი, ქურები, გრილი და სხვ.).
  • სისუფთავის შენარჩუნება – სამზარეულოს სარეცხი ზონის, იატაკის, კედლების, ნაგვის ურნების და სამუშაო მაგიდების რეგულარული გაწმენდა და დეზინფექცია.
  • ნაგვის მართვა – ნაგვის გატანა, დახარისხება (საჭიროების შემთხვევაში) და კონტეინერების სისუფთავის შენარჩუნება.
  • სარეცხი საშუალებების სწორად გამოყენება – უსაფრთხოების წესების დაცვით.
  • ინვენტარის სწორად განლაგება – სისუფთავედ გარეცხილი ჭურჭლის და მოწყობილობების სათანადოდ განთავსება.

მოთხოვნები:
  • სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციზე ჩაითვლება უპირატესობად;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა.

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე hr@pabellon.ge და დასახელებაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.