პაბელონის სასტუმრო / Pabellón Hotel (ყვარელი-საქართველო) აცხადებს ვაკანსიას სტიუარდის პოზიციაზე
მდებარეობა: ყვარელი, საქართველო
განაკვეთი: სრული
სამუშაო აღწერილობა:
- ჭურჭლის რეცხვა – თეფშების, ჭიქების, ქილების, ტაფების და სხვა სამზარეულო ინვენტარის რეცხვა სპეციალური ჭურჭლის სარეცხი მანქანით და ხელით.
- სამზარეულოს ინვენტარის გაწმენდა – მათ შორის დიდი ტექნიკა (ღუმელი, ქურები, გრილი და სხვ.).
- სისუფთავის შენარჩუნება – სამზარეულოს სარეცხი ზონის, იატაკის, კედლების, ნაგვის ურნების და სამუშაო მაგიდების რეგულარული გაწმენდა და დეზინფექცია.
- ნაგვის მართვა – ნაგვის გატანა, დახარისხება (საჭიროების შემთხვევაში) და კონტეინერების სისუფთავის შენარჩუნება.
- სარეცხი საშუალებების სწორად გამოყენება – უსაფრთხოების წესების დაცვით.
- ინვენტარის სწორად განლაგება – სისუფთავედ გარეცხილი ჭურჭლის და მოწყობილობების სათანადოდ განთავსება.
მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციზე ჩაითვლება უპირატესობად;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა.
თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე hr@pabellon.ge და დასახელებაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.