პაბელონის სასტუმრო / Pabellón Hotel (ყვარელი-საქართველო) აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანლის პოზიციაზე
მდებარეობა: ყვარელი, საქართველო
განაკვეთი: სრული
სამუშაო აღწერილობა:
- ცვლების გადანაწილება; ახალი კადრის შერჩევა; ახალი კადრის ტრენინგი.
- სასტუმროში არსებული სათვალთალო კამერების უწყვეტი მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება; სასტუმროს სტუმრებისა და მისი თანამშრომლების დაცვა და უსაფრთხოების კონტროლი;
- სასტუმროს ქონების დაცვა ნებისმიერი საფრთხისაგან და უსაფრთხოების შესაბამისი ზომების მიღება;
- სამუშაო საათებში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და სასტუმროს სტუმრების კონტროლი;
- ნებისმიერი კონფლიქტის თავიდან აცილება და ინციდენტების პრევენცია;
- შენობა-ნაგებობის და იქ არსებული მატერიალური ფასეულობების საიმედო დაცვა.
- შენობაში უსაფრთხოების, სანიტარული და ხანძარსაწინააღმდეგო ზომების დაცვა;
მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- პუნქტუალობა;
- კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა
თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე hr@pabellon.ge და დასახელებაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.