პაბელონის სასტუმრო _ Pabellón Hotel აცხადებს ვაკანსიას რეზერვაციის კოორდინატორის პოზიციაზე
მდებარეობა:ყვარელი-საქართველო
განაკვეთი: სრული
სამუშაო აღწერილობა:
- ჯავშნების მიღება, სისტემაში დაფიქსირება და მონიტორინგი;
- სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო პროგრამული და ფინანსური ოპერაციების შესრულება;
- ყოველდღიურად ინდივიდუალური, ჯგუფური და ონლაინ ჯავშნების კონტროლი PMS-სა და ყველა სხვა არხებში
- შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
- შემოსული კორესპონდენციის მონიტორინგი და უკუკავშირი;
- სტუმრებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება;
- სტუმრებისთვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ოთახებისა და ტარიფების, ასევე სასტუმროში არსებული სხვა ობიექტებისა და სერვისების შესახებ;
- მიღება-განთავსების განყოფილებისთვის ინფორმაციის ეფექტურად მიწოდება;
- სამუშაოს ეფექტურობისთვის საჭირო რეპორტების წარმოება;
- სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური კომუნიკაცია;
მოთხოვნები:
- ინგლისური ენის ცოდნა, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება და სასტუმროს მართვის პროგრამის (PMS) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- კარგი კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე hr@pabellon.ge და დასახელებაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.