უძრავი ქონების აგენტი
2xP PRIORITY უძრავი ქონების სააგენტო
თარიღები: 15 აპრ - 14 მაი
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
სამშენებლო, უძრავი ქონება:  უძრავი ქონების აგენტი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: r.estate.agency1@gmail.com
უძრავი ქონების სააგენტო აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების აგენტის პოზიციაზე,

ძირითადი მოვალეობები:
  • უძრავი ქონების მქონე ობიექტების ძიება თბილისის სხვადასხვა უბანში.
  • უძრავი ქონების პლატფორმებზე და სხვა საჯარო წყაროებზე ინფორმაციის მუდმივი მონიტორინგი და შერჩეული ობიექტების რეკომენდაცია.
  • ობიექტის ადგილზე დათვალიერება და დეტალური მონაცემების შეგროვება (ფართი, მდგომარეობა, სტატუსი, საკუთრების ფორმა და სხვა ძირითადი პარამეტრები).
  • ფოტო მასალისა და მოკლე აღწერის მომზადება სააგენტოსთვის.
  • უძრავი ქონების ბაზრის ტენდენციების ზოგადი ცოდნა და ანალიზის უნარი.
  • სააგენტოსთვის რეკომენდაციების მიწოდება კონკრეტული ობიექტების შესყიდვის შესაძლებლობაზე.
  • თბილისის სხვადასხვა უბნებში სიარული და კომერციული ფართების მოძიება. სამუშაო მოიცავს რეგულარულ ვიზიტებს და აქტიურ გადაადგილებას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • აქტიურობა, მოტივაცია და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
  • კომუნიკაბელურობა და კარგი ურთიერთობების დამყარების უნარი ადამიანებთან.
  • საოფისე პროგრამების ცოდნა: Microsoft Word, Excel და სხვა ძირითადი პროგრამები.

რას გთავაზობთ:
  • ფიქსირებული ხელფასი + შედეგზე ორიენტირებული ბონუსი.
  • სატრანსპორტო ხარჯების დაფარვა (აბონიმენტი).
  • მეგობრული სამუშაო გარემო და რეალური განვითარების შესაძლებლობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ.ფოსტაზე: r.estate.agency1@gmail.com სათაურში ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.