შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის კონტენტ მენეჯერის პოზიციაზე ისთ-ფოინთის ფილიალში.სამუშაოს აღწერილობა:- სოციალური მედიის არხების (Facebook/Pinterest/Instagram/YouTube) მართვა და განვითარება;
- კომუნიკაციის კრეატიული სტრატეგიის შემუშავება;
- იდეების გენერირება და კონცეფციის მონახაზის შექმნა რეფერენსების დახმარებით;
- კონტენტ კამპანიის სხვადასხვა მედია არხებში ჩაშლა;
- კონტენტის იდეების არგუმენტირებული პრეზენტირება;
- დიზაინერების გაბრიფვა;
- კონტენტის წარმოებასთან დაკავშირებულ სააგენტოებთან და ფრილანსერებთან კომუნიკაცია;
- შექმნილი კონტენტისთვის კოპის წერა;
- ყოველკვირეული/ყოველთვიური ანგარიშის მომზადება;
საკვალიფიკაციო და პიროვნული უნარები:- განათლება - ბიზნეს ადმინისტრირების / მარკეტინგის / ინფორმაციულ ტექნოლოგიების / ჟურნალისტიკის მიმართულებით
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიცაზე;
- სოციალურ მედია პლათფორმებზე გვერდების მართვის გამოცდილება;
- მასალის მარკეტინგული კუთხით ადაპტირების უნარი;
- ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- შემოქმედებითი ხედვა, კრეატიულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ქართულ ენაზე გამართული წერის უნარი;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
პირობები:- კომფორტული სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი;
- გრაფიკი სრული: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
- სამუშაო საათები: 10:00-19:00 სთ; (1 საათი შესვენება)
- ანაზღაუება: 2500 – 3000 ლარი (კვალიფიკაციის მიხედვით)
- სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო).
- კვება;
- FitPass
თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთგამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე vacancy@domino.com.geან შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა დომინოს საიტზე: https://bit.ly/3K8zIXJასევე შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება და დატოვება ჰიპერმარკეტის საინფორმაციო განყოფილებაში.სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ფილიალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.გისურვებთ წარმატებებს!