უსაფრთხოების თანამშრომელი

ფოთი სრული განაკვეთი ფოთის ლოგისტიკური პარკი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
უშიშროება/დაცვა: დაცვა (ზოგადი)
ფოთის ლოგისტიკური პარკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: უსაფრთხოების თანამშრომელი
ვაკანსია: 8 თანამშრომელი

ძირითადი მოვალეობები: 
  • პერიმეტრის, შენობა-ნაგებობების და ტერმინალში არსებული ტვირთის დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
  • შესასვლელი/გასასვლელი ჭიშკრის, პარკინგის კონტროლი და აღრიცხვის ჟურნალის წარმოება;
  • ტვირთმფლობელების, ავტომობილების მძღოლების და ვიზიტორებისა ტერმინალში ყოფნის პერიოდში მათი გადაადგილების კონტროლი.
  • პირადი დაცვის საშუალებების გამოყენების კონტროლი ტერმინალის ტერიტორიაზე ყოფნის და სამუშაოს შესრულების დროს;
  • საშვთა ბიუროს ფუნქციონირება და შესაბამის საშვების გაცემა/აღრიცხვა;
  • ტერმინალის ტერიტორიაზე თამბაქოს მოწევის წესების დაცვის კონტროლი;
  • ტერმინალის ტერიტორიაზე საჭიროებიდან გამომდინარე ავტომობილებში საწვავის მიწოდებაზე კონტროლი.
  • კონტეინერმზიდი მანქანების მძღოლების ტერმინალის ტერიტორიაზე ქვეითად გადაადგილების აღკვეთა.
  • ავტომანქანების რიგითობისა და წესრიგის დაცვა. 
  • ტერიტორიაზე არასანქცირებული პირების  შეღწევის აღკვეთა და კონტროლი.
  • კომპანიის უსაფრთხოების მითითებების და დავალებების შესრულება;

ძირითადი მოთხოვნები:
  • ენები:  ინგლისური (სასუუბრო), რუსული (სასაუბრო)
  • გამოცდილება : სასურველია ჰქონდეს გამოცდილება არსებული ან მსგავსი სპეციფიკის მქონე საქმიანობაში
  • კომპიუტერული პროგრამები: Windows, MS Office

ხელფასი: შეთანხმდება გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების მიხედვით

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: info@plpport.com