კომპანია „ზედაზენი 2012“ აცხადებს ვაკანსიას მძღოლ - ექსპედიტორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი - საგურამო
განაკვეთის ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 1400 ლარი, დამატებით ბონუსი გადაზიდული ტვირთის და ობიექტების რაოდენობის გათვალისწინებით.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ქსელში პროდუქციის დროული მიწოდება;
- ქსელიდან თანხის გამოტანა და ბანკში შეტანა, ხოლო შემდგომ ოპერატორებზე შესაბამისი საბუთების ჩაბარება;
- უშუალო ხელმძღვანელის დავალების შესრულება;
- ავტო სატრანსპორტოს უსაფრთხო ტარება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და დაცვით;
- სატვირთო მანქანის გამართულობის კონტროლი და საჭიროებისას ავტო-პარკის პასუხიმსგებელ პირთან სწრაფი კომუნიკაცია;
- სატვირთო მანქანის ჰიგიენის დაცვა;
- მომარაგების დოკუმენტაციის დამუშავება;
- მომარაგებისას დოკუმენტებზე ხელის მოწერა, ჩაბარებული საქონლის დადასტურება;
- ქსელიდან მობრუნებული პროდუქციის შედარება სასაქონლო ზედნადებთან;
- ქსელიდან მობრუნებული ტარი-ს (კეგი, პალეტები, ყუთები) კონტროლი და ჩათვლა საწყობში;
- საწყობის სმენის უფროსისთვის ქსელიდან მობრუნებული პროდუქციის ჩაბარება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მართვის მოწმობა C კატეგორია
- სადისტრიბუციო სისტემის/ქსელის ცოდნა.
- დისტრიბუციაში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
პიროვნული მახასიათებლები:
- კომუნიკაბელური;
- ყურადღებიანი და დაკვირვებული;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- პუნქტუალური.
სამუშაო პირობები:
- ტრანსპორტირება;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@geobeer.ge
აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
განცხადების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2025 წლის 13 მაისი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
თქვენი რეზიუმე შესაძლოა დამუშავდეს და შენახულ იქნას ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის დაშვების მიზნით, „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
თქვენ ასევე თანხმობას აცხადებთ, რომ სს „ქართული ლუდის კომპანიამ“ თქვენი კანდიდატურა განიხილოს შეინახოს და გამოიყენოს სს „ქართული ლუდის კომპანიის“ მიერ გამოცხადებული სხვა ვაკანტური პოზიციების შევსების მიზნით, გარდა იმ პოზიციისა, რომელზეც გამოაგზავნეთ რეზიუმე. იმ შემთხვევაში თუკი წინააღმდეგი ხართ სს „ქართული ლუდის კომპანიამ“ დაამუშავოს თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@geobeer.ge და თქვენი სახელის და გვარის მითითებით.