Qr Page აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე
ჩვენს შესახებ:
Qrpage.ge არის ინოვაციური ონლაინ პლატფორმა, რომელიც კვების ობიექტებს (კაფე, რესტორანი, ბარი და სხვა) აძლევს შესაძლებლობას მარტივად შექმნან და გააზიარონ საკუთარი ციფრული მენიუ.
ვაკანსიის აღწერა:
- გეძლევა შესაძლებლობა შემოუერთდე მზარდ და თანამედროვე ტექნოლოგიურ პროექტს,როგორც გაყიდვების მენეჯერი.
- მოიძიო კვების ობიექტები (კაფე, რესტორანი, ბარი და სხვა)
- შეთავაზო პლატფორმაზე რეგისტრაცია
- დაარწმუნო, რომ მენიუს ციფრულად განთავსება გაზრდის სანდოობასა და კომფორტს, როგორც ბიზნესისთვის,ასევე მომხმარებლისთვის.
ჩვენი იდეალური კანდიდატი არის:
- აქტიური და კომუნიკაბელური
- უყვარს გაყიდვები და დისკუსია
- აქვს გამოცდილება B2B ან Horeca სექტორში (არ არის სავალდებულო)
- პასუხისმგებლიანი და შედეგზე ორიენტირებულია
გადმოგვიგზავნე შენი რეზიუმე ან LinkedIn პროფილი შემდეგ მისამართზე
info@qrpage.geმეტი ინფორმაციისთვის:
https://qrpage.ge