შიდა ქართლის წარმომადგენლობის ტექნიკოსი
1xP PRIORITY PayBox
თარიღები: 14 აპრ - 13 მაი
მდებარეობა: გორი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
მართვის მოწმობა: B
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი:  მოწყობილობების მონტაჟი/მხარდაჭერა/შეკეთება
ტელეფონი გამოხმაურებისთვის: +995 322 303 308
სს "ოპპა", რომელიც ოპერირებს "Paybox"-ის ბრენდის სახელწოდებით, საქართველოს ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წლიდან საქმიანობს და ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. ფლობს თვითმომსახურების სწრაფი გადახდის ტერმინალებს, რომელთა საშუალებითაც 8500 -მდე გადახდის წერტილს ფარავს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 1000-მდე სერვისის გადახდაა შესაძლებელი. კომპანიაში 200-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.

PayBox გთავაზობს ვაკანსიას შიდა ქართლის წარმომადგენლობის ტექნიკოსის პოზიციაზე. 

რას გააკეთებ: 
  • სწრაფი გადახდის თვითმომსახურების ტერმინალების ქსელის სწრაფი და ხარისხიანი მომსახურება; 
  • სწრაფი გადახდის თვითმომსახურების ტერმინალების ტექნიკური პრობლემების მოგვარება; 
  • უსაფრთხოების ინსტრუქციის ზედმიწევნით შესრულება; 
  • ტექნიკური პრობლემების ყოველდღიური აღრიცხვა და ანგარიშის მომზადება უშუალო ხელმძღვანელისთვის. 

სასურველია/ სავალდებულოა:
  • სასურველია ქეისების დაშლა და აწყობის მიმართულებით გამოცდილება; 
  • მნიშვენლოვანია დაბალლიტრაჟიანი ავტომობილის ფლობა; 
  • მნიშვნელოვანია მართვის მოწმობა - B კატეგორია; 
  • მნიშვნელოვანია ავტომობილის ფლობა;
  • უძრავი ან მოძრავი ქონებით, ან თავდებით უზრუნველყოფა; 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. 

პიროვნული უნარები: 
  • ორგანიზებულობა; 
  • პასუხისმგებლიანობა; 
  • დეტალების მიმართ ორიენტირებულობა. 

ჩვენ გთავაზოთ: 
  • კომპიუტერულ სისტემებთან მუშაობის შესწავლისა და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობას; 
  • საწვავით უზრუნველყოფას; 
  • ავტომობილის დაზღვევას; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას

დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა ბმულზე: https://hel-ai.com/apply/9ZcTKVhc

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც. სს "ოპპას" შერჩევის პროცესი თავისუფალია ყველა სახის დისკრიმინაციისგან, ითვალისწინებს და

აკმაყოფილებს პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებს და მოქმედებს დისკრიმინაციის აკრძალვის ფარგლებში. გამოხატული დისკრიმინაციის შემთხვევაში შეგიძლია მოგვმართოთ ცხელ ხაზზე: +995 322 303 308.