სარეკლამო კომპანია "Fix Print“ . კომპანიის საქმიანობა მოიცავს სარეკლამო-დეკორაციულ სფეროს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა: სტუდიური დეკორაციების აწყობა; ფართოფორმატიანი ბეჭდვა; გარე რეკლამა; ლაზერით გრავირება; ღონისძიებებისთვის სრული დეკორაციების მომზადება;სარეკლამო კომპანია "Fix Print" აცხადებს ვაკანსიას CNC რუტერის დანადგარის სპეციალისტი-ოპერატორი პოზიციაზე.სამუშაო განაკვეთი: სრულიადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, მოსკოვის გამზირი, ქინძმარაულის 15.პირობები:- ანაზღაურება: 1700-2000
- სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00
- კომპანიის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა
ძირითადი მოვალეობები:- CNC დანადგარის ფაილების მომზადება
- CNC დანადგარის ოპერირება;
- რუტერის დანადგარის გამართულად მუშაობისთვის, მწარმოებლის მიერ განსაზღვრული პროცედურებისა და რეკომენდაციების შესრულება;
- მასალების კონტროლი;
- უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან დამატებითი პროფესიული დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:- სასურველია სარეკლამო სფეროში მუშაობის მინიმუმ 6-თვიანი გამოცდილება;
- სასურველია რუტერთან/ლაზერთან მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- სავალდებულოა საშუალო განათლება
პიროვნული უნარ-ჩვევები:- ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სიახლეების ადვილად ათვისების უნარი;
- პრობლემების გადაწყვეტის უნარი;
- გუნდურად მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: info@fixprint.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - CNC რუტერის დანადგარის ოპერატორი.გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!