ანაზღაურებადი სტაჟირება სამშენებლო მიმართულებით
2xP PRIORITY LSG Solutions
თარიღები: 15 აპრ - 13 მაი
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სტაჟირება
მივლინება: არა
ხელფასი: 600
განათლება: ბაკალავრი
სამშენებლო, უძრავი ქონება:  არქიტექტორი ინჟინერი-არქიტექტორი სამშენებლო პროექტების მართვა
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: jobs@lsg.solutions
კომპანია LSG Solutions აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას სამშენებლო მიმართულებით, კერძოდ:
  • არქიტექტურა;
  • ინჟინერია;
  • პროექტის მართვა.

ვისთვის არის სტაჟირების პროგრამა?
  • არქიტექტურის მიმართულების სტუდენტებისთვის;
  • მექანიკური და ელექტრო ინჟინერიის მიმართულების სტუდენტებისთვის;
  • სამშენებლო, ბიზნესის მიმართულების სტუდენტებისთვის.

სტაჟირების განაცხადების მიღების ვადები: აპრილი-მაისი
სტაჟირების პერიოდი: ივნისი - ნოემბერი

სტაჟირების პროგრამის სტრუქტურა
პროგრამის მიზანი:
  • სტაჟიორები უზრუნველყოს პრაქტიკული გამოცდილებით შესაბამისი პროფესიის ან საქმიანობის სფეროში.
  • დაეხმაროს სტაჟიორებს პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაში.
  • სტაჟიორები გაეცნობიან ორგანიზაციის საქმიანობას და სამუშაო პროცესს.

ხანგრძლივობა, ტიპი, განრიგი, მიმართულებები:
  • ხანგრძლივობა: პროგრამის ხანგრძლივობა - 6 თვე;
  • სტაჟირების ტიპი: ანაზღაურებადი - 600 ლარი.
  • დროის განრიგი: სტაჟირების დროს სტაჟიორები მუშაობენ კვირაში 4-5 დღე, დამოკიდებულია სტაჟიორის სასწავლო გრაფიკზე.
  • მიმართულებები: არქიტექტურა, ინჟინერია, პროექტის მართვა.

სტაჟირების აქტივობები
ორიენტაცია (ორგანიზაციის გაცნობა)
  • კომპანიის წარდგენა: სტაჟიორები გაეცნობიან ორგანიზაციის ისტორიას, მიზნებს, სამუშაო პროცესსა და გუნდს.
  • პოლიტიკები და პროცედურები: თანამშრომლის სახელმძღვანელო და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ.
ონბორდინგი და ტრენინგი
  • როლი და პასუხისმგებლობები: სტაჟიორები მიიღებენ მოკლე ონლაინ ტრენინგებს/კურსებს კონკრეტულ პროგრამულ უზრუნველყოფაზე, რომელიც საჭიროა მათი როლის შესრულებისთვის (მაგ: Procore, Revit).
  • პროექტების მენეჯმენტი: სტაჟიორებს მიეცემათ დავალებები, რომელთა შესრულება საშუალებას მისცემს მათ განავითარონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები.
  • მენტორინგი: თოთოეულ სტაჟიორს დაენიშნება მენტორი.
ყოველდღიური საქმიანობა
  • მონაწილეობა სამუშაო პროცესში: სტაჟიორები აქტიურად მონაწილეობენ ყოველდღიურ სამუშაოებში, როგორიცაა: პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში დახმარება, კონსტრუქციის დიზაინი და სხვა.
  • ტექნიკური დახმარება: სტაჟიორები გუნდს ეხმარებიან ტექნიკურ პროექტებსა და გუნდურ საქმიანობაში.
  • შეხვედრები და კონფერენციები: სტაჟიორები მონაწილეობენ შეხვედრებში, სადაც განხილულია მიმდინარე პროექტები და სამომავალო გეგმები.
მენტორობა და მხარდაჭერა
  • მენტორები: თითოეულ სტაჟიორს ეყოლება მენტორი, რომელიც პასუხობს ყველა შეკითხვაზე და ეხმარება მათ პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში.
  • უკუკავშირი: სტაჟიორს ყოველთვიურად ექნება უკუკავშირის შეხვედრები მენტორთან, რათა მიიღოს რეგულარული რჩევები იმაზე, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს.
ფინალური პროექტი
  • პროექტი: პროგრამის ბოლოს სტაჟიორებს შეიძლება დაევალოს ფინალური პროექტის განხორციელება, რომელიც აჩვენებს მათი მიერ მიღებულ უნარებსა და ცოდნას.
  • პროექტის პრეზენტაცია: სტაჟიორები წარმოადგენენ თავიანთ პროექტებს მენტორების და გუნდის წინაშე.
შეფასება და უკუკავშირი
  • პერსონალური შეფასება: სტაჟიორებს მიეცემათ შესაძლებლობა მიიღონ უკუკავშირი თავიანთი მუშაობის შესახებ, სადაც გამოკვეთილი იქნება მათ მიერ შესრულებული სამუშაო და კვალიფიკაციები.
  • ფინალური შეფასება: ამ შეფასების მიხედვით, სტაჟიორებს შესაძლოა მიეცეთ შემდგომი დასაქმების შესაძლებლობა ან რეკომენდაციები.

დასაქმების შესაძლებლობა: წარმატებულ სტაჟიორებს კომპანია გაუფორმებს შრომით ხელშეკრულებას;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: jobs@lsg.solutions
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ სტაჟირების დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს - არქიტექტურა; ინჟინერია; პროექტები

გისურვებთ წარმატებას!