მედიცინის ფაკულტეტის კოორდინატორი
თარიღები: 14 აპრ - 29 აპრ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური
მეცნიერება/განათლება:  უმაღლესი განათლება
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@ciu.edu.ge
კავკასიის საერთაშორისო უნივერისტეტი აცხადებს ვაკანსიას მედიცინის ფაკულტეტის კოორდინატორის პოზიციაზე ( სტომატოლოგიის პროგრამის მიმართულებით)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკადემიური ხარისხი;
  • საგანმანათლებლო/სამედიცინო დაწესებულებაში აკადემიურ ან ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია არანაკლებ 1 წელი);
  • უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების სტრუქტურის, კურიკულუმის, სილაბუსისა და პროგრამასთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა (მინიმუმ B2 დონე);

დამატებითი მოთხოვნები:
  • ორგანიზაციული მართვის უნარი;
  • სტუდენტებთან და პერსონალთან საქმიანი და კორექტული ურთიერთობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • კოორდინატორი თავისი ფუნქციის ფარგლებში ასრულებს ყველა საჭირო ადმინისტრაციულ ღონისძიებას, რაც საჭიროა შესაბამისი მიმართულების სასწავლო პროგრამების ეფექტურად განხორციელებისთვის და ევალება:
  • მედიცინის ქართული და ინგლისურენოვანი პროგრამების სტუდენტების აკადემიური მიღწევების მონიტორინგი და კონსულტირება პროფილის დაგეგმვის და ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენის პროცესში.
  • სტუდენტთა შიდა და გარე მობილობის პროცესის ორგანიზება და პროგრამული შესაბამისობების დადგენა (ნასწავლის აღიარება და დასკვნის მომზადება);
  • დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტთა სასწავლო ბარათების რევიზია და ხარისხის მინიჭებისთვის გადაწყვეტილების პროექტის მომზადება.
  • საგანმანათლებლო პროგრამების სილაბუსების იმპლემენტაცია სასწავლო პროცესის მართვის პროგრამაში და მათი მონიტორინგი.

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო გრაფიკი: სრული
  • სამუშაო საათების რაოდენობა: 40 საათი კვირაში
  • გამოსაცდელი ვადა: ექვსი თვე ( ანაზღაურებადი)

კონკურსის პირობები :
საკონკურსო განაცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება: 29.04.2025 ის ჩათვლით.

 დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე : hr@ciu.edu.ge