გაყიდვების კონსულტანტი

თბილისი სრული განაკვეთი Polo Ralph Lauren
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი
"Polo Ralph Lauren" - გლობალური ლიდერი პრემიუმ ცხოვრების სტილის პროდუქტების დიზაინში, მარკეტინგსა და დისტრიბუციაში, მათ შორის ტანსაცმლის, აქსესუარების, სახლის ავეჯისა და სხვა ლიცენზირებული პროდუქტების კატეგორიებში, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე:

ფუნქცია-მოვალეობები:
  • მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურეობის შეთავაზება. Polo Ralph Lauren-ის ბრენდის ღირებულებებისა და მომსახურების სტანდარტების შესაბამისად;
  • პროდუქციის შესახებ ინფორმაციის სრულყოფილი ცოდნა და მიწოდება მომხმარებლებისთვის;
  • კომფორტული  გარემოს შექმნა  ჩვენი მომხმარებლებისთვის ;
  • მომხმარებლების ინფორმირება ყველა მიმდინარე აქციის შესახებ ;
  • ვიზუალური სტანდარტების შენარჩუნება  და  მაღაზიის მარაგების მუდმივი მონიტორინგი;
  • მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა და რჩევების მიცემა  მოდის სამყაროს ზოგად ტენდენციებსა და განვითარებულ მოვლენებზე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • მომხმარებლებთან მეგობრული და თავაზიანი ურთიერთობის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

ჩვენ გთავაზობთ:
  • შესაძლებლობას ითამაშო მნიშვნელოვანი როლი სწრაფად მზარდ ბიზნეს კომპანიაში
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას 
  • სტანდარტულ სამუშაო გრაფიკს .
  • ფიქსირებული ხელფასი  + ბონუსი

სამუშაო ადგილი: ვაჟა-ფშაველას გამზ. 70  (სითი მოლი საბურთალო)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV , შემდეგ მისამართზე: hr@leadersystem.ge  
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „Polo Ralph Lauren გაყიდვების კონსულტანტი“.
ვაკანსიაზე დაინტერესების შესახებ ინფორმაციის მოწოდებით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია „ლიდერ სისტემ"-მა დაამუშავოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები, მათი მოწოდებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და ვაკანსიის განახლების შემთხვევაში დაგიკავშირდეთ.   
პერსონალური მონაცემების დამუშავების თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@leadersystem.ge