გაყიდვების კოორდინატორი

ბათუმი სრული განაკვეთი ლაიქ ჰაუსი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული, ინგლისური
გაყიდვები: გაყიდვები(ზოგადი)
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „ლაიქ ჰაუსი“ (likehouse.ge),  ერთ-ერთი პროექტისთვის  Blueskytower.ge აცხადებს ვაკანსიას    გაყიდვების კოორდინატორის (Pro-Active)    პოზიციაზე მრავალფუნქციურ კომპლექსში, რომლის მმართველობაშია თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი კომფორტული აპარტამენტები. 

მოვალეობები:
  • ბაზრის შესწავლა, კონკურენტების ანალიზი, არსებული ტენდენციების რეგულარული გაცნობა და კომერციული სტრატეგიების ადაპტირება ბაზრის ცვლილებების შესაბამისად;
  • რეგულარული ზარების განხორციელება, როგორც არსებულ , ასევე პოტენციურ მომხმარებელთან;
  • შეთავაზებების მომზადება, რომელიც გამიზნულია მაქსიმალურ მოგებაზე, კლიენტის საჭიროებების გათვალისწინებით; 
  • ტურისტულ გამოფენებსა და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება;
  • ანგარიშების მომზადება;

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების ან ტურიზმის მიმართულებით;
  • აუცილებელია აღნიშნულ  პოზიციაზე  მუშაობის გამცოდილება, მინიმუმ 1 წელი;  
  • გუნდის მართვის გამოცდილება; 
  • რუსული და ინგლისური ენების  ცოდნა;
  • საოფის კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office). 

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2025 წლის 20 მაისის  ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@likehouse.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: გაყიდვების კოორდინატორი. 
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, შესაძლოა, არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნეს სხვა რელევანტურ პოზიციაზე.  hr@likehouse.ge გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად გულისხმობს თანხმობას აღნიშნულ ინფორმაციაზე.
გისურვებთ წარმატებას!