სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „ლაიქ ჰაუსი“ (likehouse.ge), ერთ-ერთი პროექტისთვის Blueskytower.ge აცხადებს ვაკანსიას 800 ნომრიანი აპარტჰოტელის ტექნიკური დეპარტამენტის მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში, მრავალფუნქციურ კომპლექსში, რომლის მმართველობაშია თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი კომფორტული აპარტამენტები.
მოვალეობები:
- ტექნიკური დეპარტამენტის მართვა სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად
- სასტუმროს შიდა და გარე პერიმეტრზე დანადგარების, სასტუმროს აღჭურვილობისა და ტექნიკური სისტემის გამართულობის უზრუნველყოფა და ყოველდღიური კონტროლი.
- პროფესიული და კოორდინირებული მუშაობა სხვა დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან.
- ტექნიკური დეპარტამენტის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და კონტროლი.
- უსაფრთხოების წესების დაცვით მუშაობა და ტექნიკური დეპარტამენტის თანამშრომლების კონტროლი ამ მიმართულებით.
- ნომრის სრული ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა.
- საზოგადოებრივი და სამუშაო ფართების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა.
მოთხოვნები:
- საინჟინრო განათლება.
- მსგავს პოზიციაზე 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება.
- უცხო ენების ცოდნა.
- საოფისე/კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
- ლიდერული თვისებები.
- გუნდის მართვის უნარი.
- AutoCad-ში ან მსგავს სისტემებში მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2025 წლის 20 მაისის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@likehouse.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, შესაძლოა, არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნეს სხვა რელევანტურ პოზიციაზე. hr@likehouse.ge გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად გულისხმობს თანხმობას აღნიშნულ ინფორმაციაზე.