უსაფრთხოების დეპარტამენტის სუპერვაიზერი
თარიღები: 14 აპრ - 13 მაი
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
უშიშროება/დაცვა:  დაცვა (ზოგადი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@likehouse.ge
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „ლაიქ ჰაუსი“ (likehouse.ge), ერთ-ერთი პროექტისთვის Blueskytower.ge აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების დეპარტამენტის სუპერვაიზერის პოზიციაზე მრავალფუნქციურ კომპლექსში, რომლის მმართველობაშია თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი კომფორტული აპარტამენტები.

მოვალეობები:
  • სასტუმროში უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
  • კლიენტებისა და თანამშრომლების მიერ წესრიგის დაცვა სამუშაო საათებში;
  • გეგმიური შეხვედრების ჩატარება თანამშრომლებთან;
  • კონფლიქტური სიტუაციებისა და ინციდენტების აღკვეთა;
  • სახანძრო სიგნალიზაციის მონიტორინგი;
  • ტრენინგების დაგეგმვა და ჩატარება თანამშრომლებისთვის, მათი ეფექტურობის მონიტორინგი;
  • ახალი თანამშრომლების გადამზადება;
  • სამუშაო დღის ბოლოს შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
  • „დაკარგული და ნაპოვნი ნივთების“ პროცედურების და პოლიტიკის შენარჩუნება და მონიტორინგი სტანდარტების შესაბამისად.
  • საჭიროების შემთხვევაში ექსტრემალურ სიტუაციაში დადგენილი წესებისა და გაწერილი პროცესების მიხედვით სწრაფი და სწორი რეაგირება.

მოთხოვნები:
  • შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დისციპლინა და ორგანიზებულობა;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2025 წლის 20 მაისის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@likehouse.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: უსაფრთხოების სუპერვაიზერი.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, შესაძლოა, არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნეს სხვა რელევანტურ პოზიციაზე. hr@likehouse.ge გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად გულისხმობს თანხმობას აღნიშნულ ინფორმაციაზე.

გისურვებთ წარმატებას!