სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „ლაიქ ჰაუსი“ (likehouse.ge), ერთ-ერთი პროექტისთვის Blueskytower.ge აცხადებს ვაკანსიას ფრონტ ოფისის სუპერვაიზერის პოზიციაზე მრავალფუნქციურ კომპლექსში, რომლის მმართველობაშია თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი კომფორტული აპარტამენტები.
მოვალეობები:
- სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და გაცილება;
- სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება - ნომრების, ტარიფებისა და სასტუმროში არსებული სხვა ობიექტების შესახებ;
- შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
- სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება;
- სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;
- სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
- ჯავშნების მიღება და პროგრამულად გატარება;
- პასუხისმგებელია მიღება-განთავსების თანამშრომლების: ადმინისტრატორის, ღამის აუდიტორის, მებარგულის შესრულებულ სამუშაოზე;
- სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში მიმღები განყოფილების მენეჯერისთვის ინფორმაციის გადაცემა.
მოთხოვნები:
- სასურველია, თუმცა არ არის აუცილებელი, უმაღლესი განათლება (პრიორიტეტულია ტურიზმის, სტუმარ-მასპინძლობის, ბიზნესის ადმინისტრირების ან უცხო ენების განხრით.)
- შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
- უცხო ენების ცოდნა (ინგლისური პრიორიტეტულია)
- საოფისე/კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
- სასტუმროს მართვის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2025 წლის 20 მაისის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@likehouse.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: ფრონტ ოფისის სუპერვაიზერი.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, შესაძლოა, არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნეს სხვა რელევანტურ პოზიციაზე. hr@likehouse.ge გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად გულისხმობს თანხმობას აღნიშნულ ინფორმაციაზე.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, შესაძლოა, არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნეს სხვა რელევანტურ პოზიციაზე. hr@likehouse.ge გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად გულისხმობს თანხმობას აღნიშნულ ინფორმაციაზე.