ფრონტ ოფისის რეცეფციონისტი
თარიღები: 14 აპრ - 13 მაი
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
ადმინისტრაცია:  ოფისის მენეჯმენტი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@likehouse.ge
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „ლაიქ ჰაუსი“ (likehouse.ge),  ერთ-ერთი პროექტისთვის  Blueskytower.ge აცხადებს ვაკანსიას ფრონტ ოფისის რეცეფციონისტის    პოზიციაზე მრავალფუნქციურ კომპლექსში, რომლის მმართველობაშია თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი კომფორტული აპარტამენტები. 

მოვალეობები: 
  • სტუმრების მიღება/გამგზავრების (ჩექ-ინ /ჩექ-აუთი) პროცედურის ეფექტურად და სტარდნარტების შესაბამისად მართვა ; 
  • სტუმრებთან კომუნიკაციის დამყარება, საჭიროებების გამოვლენა და მათი დამკაყოფილება ;     
  • სტუმრების ინფორმირება სასტუმროს დამატებით სერვისებზე, ქალაქის ღირსშესანიშნაობებზე თუ სხვა შესაბამის ინფორმაციასთან დაკავშირებით; 
  • სასტუმროში შემოსული ზარებისა  და კორესპოდენციის მართვა; 
  • ჯავშნებისა და რეზერვაციების მართვა; 
  • ბილინგის პროცესის მონიტორინგი, გადასახადის მომზადება, ანგარიშების დამუშავება ; 
  • სტუმართა საჩივრების სრწაფი მონიტორინგი და აღმოფხვრა;  
  • სტუმრების უკუკავშირი და კმაყოფილების შეფასება; 
  • საჭირო დოკუმენტაციის და ფაილების წარმოება (ჩექ-ინ/ჩექ-აუთი-ს ფაილები); 
  • შესაბამისი ჩანაწერებისა და ინფორმაციისრეგისტრაციის სისტემაში შეტანა.  
  • ფრონტ ოფისის გუნდის სხვა წევრებთან კოორდინირებული მუშაობა.  
 
მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების ან ტურიზმის მიმართულებით; 
  • აღნიშნულ  სფეროში მუშაობის გამცოდილება. 
  • რუსული და ინგლისური ენების  ცოდნა; 
  • საოფის კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office).  
  • კომუნიკაბელური, ენერგიული, ორგანიზებული;  
  • მოტივირებული, მიზანზე და შედეგზე ორიენტირებული. 
 
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2025 წლის 20 მაისის  ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@likehouse.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: ფრონტ ოფისის    რეცეფციონისტი. 
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, შესაძლოა, არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნეს სხვა რელევანტურ პოზიციაზე.  hr@likehouse.ge გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად გულისხმობს თანხმობას აღნიშნულ ინფორმაციაზე. 
გისურვებთ წარმატებას!