ცენტრალური საცავის მოლარე

თბილისი სრული განაკვეთი ბაზისბანკი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
საბანკო: მოლარე (საბანკო)
სს ბაზისბანკი“ აცხადებს ვაკანსიას ცენტრალური საცავის მოლარის პოზიციაზე ქ. თბილისში.

მოვალეობები:
  • ბანკომატების კასეტების მომზადება და ჩატვირთვა დადგენილი წესების დაცვით; 
  • ნაღდი ფულის ცენტრალურ სალაროში (საცავში) მიღება, სინამდვილისა და გადასახდელად ვარგისიანობის საბოლოო დადგენა და მათი გაცემა; 
  • ნაღდი ფულის ბანკნოტების და მონეტების ფორმირება და შეფუთვა; 
  • ცენტრალური სალაროს (საცავის) ყოველდღიური საბუთების ფორმირება/წარმოება; შემოსავალ/გასავალის ოპერაციების ასახვა შიდა საბანკო პროგრამაში; დღის ბოლოს ნაშთის დათვლა; დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საგანგაშო პულტზე აყვანილი ობიექტის გახსნისას, გახსნაზე პასუხისმგებელ პირებისთვის საგანგაშო პაროლის გადაცემა დაცვის პოლიციის საგანგაშო პუნქტან შეთანხმებით. 

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • გავლილი ქონდეს ეროვნული ბანკის სალაროს ოპერაციების შესრულების კურსი;
  • მინ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება საფინანსო სექტორში;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული უნარები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ CV/სააპლიკაციო ფორმა შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge
 
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 28 აპრილი
შენიშვნა: გთხოვთ წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის შედეგად სიაში მოხვედრილ კანდიდატებთან.
 
გისურვებთ წარმატებას!