სს „ბაზისბანკი“ აცხადებს ვაკანსიას ცენტრალური საცავის მოლარის პოზიციაზე ქ. თბილისში.
მოვალეობები:
- ბანკომატების კასეტების მომზადება და ჩატვირთვა დადგენილი წესების დაცვით;
- ნაღდი ფულის ცენტრალურ სალაროში (საცავში) მიღება, სინამდვილისა და გადასახდელად ვარგისიანობის საბოლოო დადგენა და მათი გაცემა;
- ნაღდი ფულის ბანკნოტების და მონეტების ფორმირება და შეფუთვა;
- ცენტრალური სალაროს (საცავის) ყოველდღიური საბუთების ფორმირება/წარმოება; შემოსავალ/გასავალის ოპერაციების ასახვა შიდა საბანკო პროგრამაში; დღის ბოლოს ნაშთის დათვლა; დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საგანგაშო პულტზე აყვანილი ობიექტის გახსნისას, გახსნაზე პასუხისმგებელ პირებისთვის საგანგაშო პაროლის გადაცემა დაცვის პოლიციის საგანგაშო პუნქტან შეთანხმებით.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- გავლილი ქონდეს ეროვნული ბანკის სალაროს ოპერაციების შესრულების კურსი;
- მინ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება საფინანსო სექტორში;
- ინგლისური ენის ცოდნა.
პიროვნული უნარები:- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ CV/სააპლიკაციო ფორმა შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 28 აპრილი
შენიშვნა: გთხოვთ წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის შედეგად სიაში მოხვედრილ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!