კომპანია ეძებს D კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე მძღოლს.
ჩვენ ვართ დინამიკური და სწრაფად მზარდი კომპანია, ტურიზმისა და ტრანსპორტის სექტორში. ჩვენ გვჯერა, რომ წარმატება სწორ ადამიანებთან თანამშრომლობით იწყება.
ჩვენ ვეძებთ D კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე მძღოლს, გუნდის სანდო წევრს, რომელიც იქნება მომსახურებასა და უსაფრთხოებაზე ორიენტირებული, მგზავრების მიმართ კეთილგანწყობილი და გუნდის მიმართ მეგობრული.
ჩვენ გთავაზობთ კარგ ანაზღაურებას და გონივრულ განრიგებს. ბევრ მოგზაურობას და თავგადასავალს.
შერჩეული კადრი იმუშავებს როგორც თბილისი - ქუთაისის აეროპოტის მიმართულებით, ასევე ტურისტებთან საქართველოში ნებისმიერ მიმართულებაზე.
ჩვენ გვაქვს ტურები სომხეთშიც, ამიტომ კარგი იქნება თუ საზღვრის კვეთის საშუალება გექნებათ და ამასთან გეცოდინებათ სომხეთის გზები. (ეს უკანასკნელი მოთხოვნა სავალდებულო არაა)
ჩვენ ვეძებთ რამდენიმე მძღოლს:
- მძღოლს ბათუმში რომელიც იმუშავებს ბათუმი - ქუთაისის აეროპორტის მიმართულებით.
- მძღოლი რომელიც იმუშავებს თბილისი - ქუთაისის აეროპორტის მიმართულებით.
სამუშაო ტიპი: ცვლები
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- ფლობდეს D კატეგორიის მართვის მოწმობას
- ქონდეს ავტობუსის მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
ჩაითვლება უპირატესობად:
- ავტობუსის ტექნიკური ნაწილის საბაზისო ცოდნა (იგულისხმება მარტივი გაუმართაობის დროს ხარვეზის აღმოჩენა და აღმოფხვრა)
- GPS გამოყენების ცოდნა
- საქართველოს გზების ცოდნა
- სომხეთის გზების ცოდნა
- საქართველოს საზღვრების გადაკვეთის შესაძლებლობა (პასპორტის არსებობა, გამართული დოკუმენტაცია და ა.შ)
ფუნქცია-მოვალეობები:
- მგზავრების ჩემოდნების საბარგულში მოთავსება და მგზავრობის შემდეგ ისევ მგზავრისთვის ჩაბარება
- მგზავრების უსაფრთხო და კომფორტული გადაყვანა კომპანიის მიერ დადგენილი მარშრუტის მიხედვით
- ავტობუსის მოწესრიგება და უსაფრთხოდ დაპარკირება
- ავტობუსის საწვავით უზრუნველყოფა
დამატებითი მოთხოვნები:
- ოფისში გამოცხადება საჭირო დოკუმენტებზე ხელის მოსაწერად თვეში მინიმუმ 1 ჯერ.
- კომპანიაში არსებული ტრენინგების გავლა და მიღებული ინფორმაციის გათვალისწინება
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: sbgt.hrm@gmail.com ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 551553303
მადლობას გიხდით აღნიშნული ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!