შენობებისა და გარე ტეროტორიის ზედამხედველი
თარიღები: 11 აპრ - 06 მაი
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
უშიშროება/დაცვა:  დაცვა (ზოგადი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@aversi.ge
ტელეფონი გამოხმაურებისთვის: +995 577 362308
შპს "ავერსი–ფარმა" აცხადებს ვაკანსიას შენობებისა და გარე ტეროტორიის ზედამხედველის (ტეროტორიის მენეჯერის) პოზიციაზე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ტერიტორიის გამწვანების და კეთილმოწყობის (როგორც ბაღის საინჟინრო ელემენტების ასევე გზის საფარის, საგზაო ნიშნების და სხვა) მოვლა პატრონობა და სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა, ზედამხედველობა;
  • შენობა-ნაგებობების მიმდინარე სარემონტო საქმიანობის დაგეგმვა და ზედამხედველობა;
  • შესრულებული სამეურნეო სამუშაოების აღრიცხვა და ანგარიშების შედგენა, მათ შორის გამოყენებული მასალების ხარჯის შესახებ და შესაბამის პირებზე მიწოდება.
  • ტერიტორიაზე არსებული კომუნალური მრიცხველების კონტროლი-აღრიცხვა;
  • გეგმიური და საავარიო შემთხვევების დროს კომუნიკაცია დენის, წყალის და გაზის პროვაიდერ კომპანიებთან; საჭიროების შემთხვევაში ახალი აბონენტების რეგისტრაციის პროცესი;
  • სატენდერო კომისიებში აქტიური მონაწილეობა, როგორც სამუშაოების განსაზღვრის ეტაპზე, ასევე უშუალოდ შესრულებული სამუშაოების კონტრილი(ჩაბარება);
  • დაქვემდებარებაში მყოფი გუნდისთვის ამოცანების დასახვა და კონტროლი;
  • საპარკინგე ინფრასტრუქტურის შექმნა- დაგეგმარება და შემდგომ კონტროლი დაცვის სამსახურთან ერთად და ა.შ.

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება სასურველია სამშენებლო ან ადმინისტრაციული მართვის განხრით;
  • სამშენებლო ან მსგავსი შინაარსის მუშაობის მინ 2 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა
  • პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, მიზანდასახულობა , თვითგანვითარებისაკენ სწრაფვა.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე vacancy@aversi.ge (გთხოვთ, ელფოსტის სათაურში(subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება; წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება), ან წარმოადგინოთ საბუთები 11.00სთ-დან 15.00სთ-მდე
ფოტოსურათი 3X4 1ც.;
დიპლომის ასლი;
პირადობის მოწმობის ასლი;

მისამართზე:
მისამართზე: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16; ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576); +995 577 362308

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 06.05.2025 წ.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 Tvის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.