ანალიტიკოსი

თბილისი სრული განაკვეთი ბანკი ქართუ
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ინფორმაციული ტექნოლოგიები: ანალიტიკოსი
სს „ბანკი ქართუ“ აცხადებს ვაკანსიას ანალიტიკოსის თანამდებობაზე საკრედიტო დეპარტამენტის კორპორატიული ბიზნესის დაკრედიტების განყოფილებაში.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ზოგადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • კლიენტსა და ბანკს შორის საქმიანი ურთიერთობის დამყარება
  • კორპორატიული კლიენტების საკრედიტო განაცხადების განხილვა და პირველადი ინფორმაციის მოძიება
  • კლიენტის ფინანსური მდგომარეობის ანალიზი
  • კლიენტის განაცხადის საფუძველზე პროექტის მომზადება და წარდგენა საკრედიტო კომიტეტზე განსახილველად
  • საკუთარი საკრედიტო პორტფელის მართვა, სესხების მონიტორინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (საბანკო/საფინანსო/მენეჯმენტის/ეკონომიკური განხრით)
  • საბანკო საფინანსო სექტორში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება ფინანსების განხრით
  • ფინანსური უწყისების მომზადება მაღალ დონეზე
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ფლობა (როგორც წერილობითი, ასევე ვერბალური უნარები)

საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ფლობა
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის წარმოების უნარი
  • დროის ეფექტური მენეჯმენტი, ორგანიზებულობა, გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • ინიციატივიანობა, კრეატიულობა, ზრუნვა თვითგანვითარებაზე
  • გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულმა პირებმა CV უნდა გამოგზავნონ ელექტრონულად მისამართზე: vacancy@cartubank.ge

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ CV-ზე ან ელ.ფოსტის თემატიკაში არ იქნება მითითებული თანამდებობა, რომელზეც აგზავნით CV-ს, განაცხადები არ იქნება განხილული.
განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2025 წლის 11 მაისი

წარმოდგენილი განაცხადებიდან მხოლოდ ბანკის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.